ნაპოვნია 1 029
-
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, კახეთში საერთაშორისო რეგიონული ფორუმი ჩატარდა
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, კახეთში, რეგიონული საინვესტიციო ფორუმი -,,მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ ჩატარდება. ღონისძიება 30 მაისს, 11:00 საათზე, ,,რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში“ გაიმართება. ფორუმის მიზანი, პოტენციური ინვესტირებისთვის კახეთის ეკონომიკური შესაძლებლობების გაცნობაა. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია 3 პენელური სესიის ორგანიზება, რომელთა მთავარი მიმართულებებიც იქნება სოფლის მეურნეობა და საინვესტიციო შესაძლებლობები ტურიზმისა და
-
GEclose2EU-ს კონკურსის დასრულებამდე რამოდენიმე დღე რჩება
თბილისი (BPI) – ინტელექტუალური სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის გამოცხადებული კონკურსი კიდევ რამოდენიმე დღე გაგრძელდება. კონკურსი, პროექტის „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ GEclose2EU-ს ფარგლებში ტარდება და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.
-
ივა ჭყონია - ლარის დღევანდელი კურსი იმპორტიორებისა და მწარმოებლებისთვის კრიტიკულია, მოსალოდნელია ფასების ზრდა
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას განცხადებით, იმპორტიორებისთვის და მწარმოებლებისთვის დღევანდელი კურსი კრიტიკულია. მისი შეფასებით, როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ პროდუქციაზე მოსალოდნელია ფასების ზრდა. „სადისტრიბუციო კომპანიები და მწარმოებლები ფასების
-
სომხეთი რუსეთიდან ტვირთების მოცულობას გაზრდის
სომხეთმა და რუსეთმა, ზემო ლარსზე სასაზღვრო პროცედურების გამარტივების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის პრეს-სამსახური ავრცელებს. რუსეთის ჩრდილო-კავკასიის სასაზღვრო სამმართველოს და ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო დელეგაციის წარმომადგენლებმა 20-23 მაისს, ერევანში, ადგილობრივი სახელმწიფოს სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც თანამშრომლობის გაღრმაცებაზე შეთანხმდნენ.
-
Bus Lane-ზე და ველობილიკზე საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი პირი 50-100 ლარით დაჯარიმდება
Bus Lane-ზე და ველობილიკზე საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი პირი 50-100 ლარით დაჯარიმდება - „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ახალი ცვლილებები პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
-
საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება
საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება. ამასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი – გიორგი ჩოგოვაძე Uzbekistan Airways-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
-
ვის ეკისრება ანგარიშიდან მოპარულ თანხაზე პასუხისმგებლობა და რამდენი უნდა აანაზღაუროს ბანკმა - კობა გვენეტაძის განმარტება
თუ ტრანზაქცია არის არაავტორიზებული, 100 ლარს ზემოთ პასუხისმგებლობა ეკისრება ბანკს, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ გახრიშებულ ონლაინთაღლითობაზე კომენტირებისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. კითხვაზე, არიან თუ არა ვალდებულები და პასუხისმგებლები ბანკები მომხმარებლის დაკარგულ თანხებზე და უნდა აუნაზღაურონ, თუ არა მომხმარებელს დაკარგული ფული, გვენტაძემ განაცხადა, რომ ამის განსაზღვრა ინდივიდუალურად ხდება.
-
ვენესუელაში ჰიპერინფლაციამ 130 000%-ს გადააჭარბა
ვენესუელაში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა უდიდესი ინფლაცია გამოიწვია, 2018 წელს ინფლაციის მაჩვენებელი 130 060 პროცენტი იყო. ამის შესახებ კარაკასში მდებარე ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ვენესუელის მარეგულირებელმა ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გამოაქვეყნა ინფლაციის სტატისტიკა.
-
მენი ბენიშმა: სამინისტროს მხრიდან ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული მიდგომა უმნიშვნელოვანესია, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული
ტექაბის აკადემიისა და დეველოპური ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი მენი ბენიშმა საქართველოში გლობალური სტარტაპ ფონდის ოფიციალურ გახსნა შეაფასა. მისი აზრით, ეს სიახლე ქართულ სტარტაპებს მრავალმილიონიან ინვესტიციასთან უხსნის წვდომას და ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს მხრიდან ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული მიდგომა უმნიშვნელოვანესია. აუცილებელია, რომ ბავშვები ტექნოლოგიებით ადრეული ასაკიდან დაინტერესდნენ.
-
ფოთში ახალი ნავსადგური აშენდება
ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. ქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია. ახალი ნავსადგურის მშენებლობის სამუშაოები ევროპული ინვესტიციებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნებართვით დამტკიცდა ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამ
-
საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად ლევან ვეფხვაძე აირჩიეს
საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ლევან ვეფხვაძის დანიშვნას ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს. დღემდე ლევან ვეფხვაძე „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
-
კოტე აფხაზის ქუჩაზე დღეიდან ახალი, მწვანე ავტობუსი იმოძრავებს
ახალი, მწვანე MAN-ის მარკის ავტობუსები დღეიდან N71 მარშრუტზე გავიდნენ. აღნიშნული მარშრუტი მცირედით შეიცვალა და ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩისკენ უკვე კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) ქუჩის გავლით იმოძრავებენ. აქამდე კოტე აფხაზის ქუჩას ავტობუსები არ ემსახურებოდა. უახლოეს პერიოდში კოტე აფხაზის ქუჩაზე დამატებით N50 და N55 ავტობუსებიც ივლიან. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს: N71 – ვარკეთილიდან, N50 ვაზისუბნიდან, ხოლო N55
-
ეროვნული ბანკი - სამომხმარებლო სესხები შემცირებას განაგრძობს, იპოთეკური სესხების ზრდა კი, აღმავალი ტენდენციით ხასიათდება
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მიიჩნევს, რომ წლის დასაწყისიდან ამოქმედებული ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ფინანსური სტაბილურობის რისკებს ამცირებს. კომიტეტის ინფორმაიით, ჭარბი საკრედიტო ზრდის შენელების გარდა, მოლოდინების შესაბამისად ასევე გამოიკვეთა დადებითი ტენდენციები, კერძოდ, უმჯობესდება მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტები და, შედეგად, მცირდება მაღალი საკრედიტო ტვირთით გაცემული სესხები.
-
ცნობილია რა ეღირება კოტე აფხაზის ქუჩასა და აბანოთუბანში ზონალურ-საათობრივი პარკირება
ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომლის საპილოტე არეალი კოტე აფხაზის ქუჩა და აბათონუბანი იქნება, 1 ლარიდან 3 ლარამდე ეღირება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განცხადებით, თბილისის საკრებულომ დაამტკიცა სამდონიანი ტარიფი - ეს არის 1 ლარი, 2 ლარი და 3 ლარი.
-
ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორები ქართულ სტარტაპებს დააფინანსებენ
ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორები ქართულ სტარტაპებს დააფინანსებენ. გლობალური სტარტაპფონდი ოფიციალურად დღეს გაიხნა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ინვესტორები ფინალურ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს შეხვდნენ და მათთან სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს.
-
თბილისში საერთაშორისო ფორუმი „ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი ქალაქი“ გაიმართება
გვინდა თბილისში ჩავატაროთ საერთაშორისო ფორუმი „ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი ქალაქი", სადაც საუბარი იქნება ძირითადად ურბანულ გამოწვევებზე, - განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. კახა კალაძის თქმით, ქალაქის ურბანული განვითარება ყველაზე დიდი გამოწვევაა.
-
მერია მუხიანში რადიოქალაქის საინვესტიციო პროექტზე აუქციონს აცხადებს
თბილისის მერია მუხიანში რადიოქალაქის საინვესტიციო პროექტზე აუქციონს აცხადებს. „მე წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი, რომ ეს იყო ერთ-ერთი უნიკალური ადგილი, რომელიც შეიძლება გავხადოთ ახალი მიზიდულობის ცენტრი კულტურული თვალსაზრისით, ახალგაზრდული მიმართულებით.
-
Huawei: აშშ საშიშ პრეცედენტს ქმნის
ჩინურ კომპანია Huawei-ში ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მათი "შავ სიაში" შეყვანით საშიშ პრეცედენტს ქმნის. ამის შესახებ BBC წერს. კომპანიის ერთ-ერთმა ტოპმენეჯერმა სონ ლიუპინმა ბრიფინგზე თქვა, რომ გამორიცხული არაა შემდეგი სამიზნე სხვა რომელიმე ტექნოლოგიური კომპანია გახდეს. მისის თქმით, ამერიკელი პოლიტიკოსები თავიანთ დიდ გავლენას ერთი კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ იყენებენ.
-
ახალი 100 და 200-ევროიანი ბანკნოტები მიმოქცევაში შევიდა
ახალი 100 და 200-ევროიანი ბანკნოტები მიმოქცევაში შევიდა, რომლის მიზანიც ახალი კუპიურების დაცვის მექანიზმის გაძლიერება და ფულის გაყალბებასთან ბრძოლაა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ახალ კუპიურებზე რიცხვები უფრო ფართოდ არის გამოსახული, აქვს სატელიტური ჰოლოგრამა და დაბეჭდილია უფრო კონტრასტული ჩრდილებით, ვიდრე ძველი კუპიურა.
-
ნანა ამისულაშვილი - გადახდისუუნარობის შესახებ კანონპროექტი ბიზნესს რეაბილიტაციის შესაძლებლობას უზრდის
გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც გაკოტრების პროცედურების გამარტივებას ისახავს მიზნად, სახელმწიფოს როლის მნიშვნელოვან შემცირებას გულისხმობს, კანონპროექტში ჩადებულია სიახლე, რაც ბიზნესს რეაბილიტაციის შესაძლებლობას უზრდის, – ამის შესახებ პრაქტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე ნანა ამისულაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა. გადაცემაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გაჭიანურების პრობლ
-
შვეიცარიის პოლიცია ერთ კვირაში საქართველოში დამზადებულ უნიფორმებს ჩაიცვამს
საქართველოში შვეიცარიის პოლიციისთვის უნიფორმები შეიკერა. შეკვეთას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი, კომპანია "ელსელემა" ასრულებს, რომელიც პოლიციისთვის განკუთვნილ ჯავშანჟილეტებს და აქსესუარებს დამკვეთს ერთ კვირაში მიაწვდის. ქართული კომპანია მრავალი წელია წარმატებით ასრულებს სახელმწიფო შეკვეთებს ძალოვანი და სხვა სტრუქტურებისათვის. აწარმოებს ყველა სახის სპეციალური დანიშნულების ტანსაცმელს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროსათვის.
-
აშშ-ის მთავრობა $14,5 მილიონის ინვესტიციას დებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში
"ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში", — ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში აშშ-ის მთავრობა $14,5 მილიონის ოდენობის ინვესტიციას დებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. 5-წლიანი პროექტის პრეზენტაცია დღეს, 28 მაისს გაიმართა.
-
პირველად, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს, მსჯავრდებულების მიერ პენიტენციურ დაწესებაში მოყვანილი ყვავილების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
პირველად, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს, მსჯავრდებულების მიერ პენიტენციურ დაწესებაში მოყვანილი ყვავილების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. პროექტის „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ კოორდინირება გაუწია სწავლების პროგრამას.
-
Get Erasmus+ experience!
გიფიქრიათ ოდესმე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე? სხვადასხვა კულტურის ხალხთან შეხვედრაზე და სრულიად ახალი გამოცდილების მიღებაზე? გიფიქრიათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდაზე და საკუთარი თავის და სხვების უკეთ შეცნობაზე? გიფიქრიათ იმაზე, რომ ასეთი მოგზაურობა შეიძლება სრულიად იყოს დაფინანსებული რომელიმე ორგანიზაციის მიერ? გსმენიათ ოდესმე ''Erasmus +''-ის შესახებ?