ნაპოვნია 1 029
-
ბიზნესისთვის პროექტის GEclose2EU ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა
პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ საინფორმაციო/ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის/არქიტექტურის კომპანიებს პროექტში ჩართვას სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს. მათი ინფორმაციით, 1 მაისს, სასტუმრო „თბილისი რუმსში“, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართა.
-
მუსიკოსობიდან ღვინის მწერლობამდე. შეხვედრა საიმონ ვულფთან
ჯილდოს მფლობელი მწერალი, რომელიც ღვინოსა და სასმელზე წერს პირველი ადამიანი, ვინც ქარვისფერი ღვინის შესახებ წიგნი დაწერა. ადამიანი, რომელმაც მრავალფეროვან ცხოვრებასა და ღვინის სიყვარულს ერთ წიგნში მოუყარა თავი. წიგნში, საიმონი ქარვისფერი ღვინის ისტორიის, მისი კერძებთან შეხამებისა და რეკომენდირებული მწარმოებლების შესახებ მოგვითხრობს.
-
ევროპის დღე 2019
ყურადღება! ღონისძიების თარიღი შეიცვალა. როგორც ჩანს შაბათს საწვიმარი და ქოლგები შესაძლოა ყველასთვის საკმარისი არ იყოს. ჩვენ კი გვინდა, რომ ყველამ კარგი დრო გავატაროთ ევროპის დღეზე, ამიტომ გადავწყვიტეთ თარიღი შევცვალოთ და ღონისძიება 5 მაისს გაიმართება. გელოდებით ყველას!
-
მილიონერების გლობალური მიგრაცია იზრდება - რომელ ქვეყნებში გადადიან მდიდრები საცხოვრებლად
2018 წელს მსოფლიოში მდიდრების მიგრაცია დაჩქარდა. Global Wealth Migration Review-ს მიხედვით, 2018 წელს საცხოვრებელი ქვეყანა დაახლოებით 108,000-მა დოლარიანმა მილიონერმა შეიცვალა, 2017 წელს კი 95,000-მა. ამასთან, მთლიანი კერძო სიმდიდრე მთელს მსოფლიოში 204 ტრილიონ დოლარს შეადგენს. Global Wealth Migration Review-ს მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში რუსეთი 7 ათასმა დოლარიანმა მილიონერმა დატოვა. მდიდარი ადამიანების მხრიდან ქვეყნის დატოვების მაჩვენებლით რუსეთი მეორე ადგილს იკავებს, პირვე
-
თბილისში მსოფლიო ბრენდის ახალი სასტუმრო გაიხსნა
მაისიდან საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi უმასპინძლებს. სასტუმროს გახსნას საქართველოს პრემიერმინისტრი, დედაქალაქის მერი და ეკონომიკის მინისტრი დაესწრნენ. პროექტის განხორციელებისთვის ინვესტორმა 48 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. სასტუმროს არქიტექტურა ბუნებრივადაა შერწყმული მუზეუმების ძველ უბანთან. სასტუმრო კომპლექსი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული მუზეუმის ისტორიული შენობებს შორისაა მოქცეული.
-
ვითიბი ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართება
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, 3, 4 და 5 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის იპოდრომზე (ლისის ტბა), გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი - VTB CUP 2019. შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება წინაღობათა გადალახვა. მონაწილეობას მიიღებენ მხედრები აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, ირანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.
-
მარცვლეულის და შროტის ტრანსპორტირების ტარიფები 52%-ით შემცირდა
სარკინიგზო გადაზიდვებში ტვირთების ზრდის მიზნით, რკინიგზით მარცვლეულის და შროტის ტრანსპორტირების ტარიფები 52%-ით შემცირდა. „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ და „საქართველოს რკინიგზამ“ ფასდაკლება ფოთის მარცვლეულის ტერმინალიდან სომხეთის მიმართულებით შროტის და მარცვლეულის ტრანსპორტირებაზე ერთობლივად დააწესეს. ცნობისთვის, აპრილში შროტის და მარცვლეულის ტრანსპორტირების განახლებული ტარიფით პირველი ტვირთი „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ საკვანძო პარტნიორებმ
-
ისანში შვიდი სპორტული მოედანი მოეწყო
ისნის რაიონის გამგეობამ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, შვიდი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული სპორტული მოედნები ვაზისუბნის II მიკრორაიონის N11 კორპუსის მიმდებარედ, ასევე, ავლაბარში, კვეზერელი-კოპაძის ქუჩისა და ქურხულის ქუჩის კვეთაზე მოეწყო.
-
„თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა
სს „თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა, ვახტანგ ქინქლაძემ თანამდებობა დატოვა. კომპანიის ცნობით, ქინლაძემ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა და ის სხვა სამსახურში გადავიდა. ვახტანგ ქინქლაძემ კომპანია „თელასში“ მუშაობა 2010 წელს დაიწყო. 2013 წელს ის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
-
კორპორაცია Apple-ი Qualcomm-ს სულ მცირე 4,5 მილიარდ დოლარს გადაუხდის
მსოფლიო შეთანხმების ფარგლებში, კორპორაცია Apple-ი Qualcomm-ისმიკროპროცესორების შემქმნელს სულ მცირე 4,5 მილიარდ დოლარს გადაუხდის. ამის შესახებ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში Qualcomm-ის ხელმძღვანელმა სტივ მოლენკოფმა თქვა. მისი თქმით, გადახდების მეთოდის ჩამოყალიბების შემდეგ, თანხა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. შეთანხმების სხვა დეტალები უცნობია.
-
ბოლნისის ბიუჯეტს იუმორინას კონცერტის გამართვა 15 ათასი ლარი დაუჯდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს იუმორინას კონცერტის გამართვა 15 ათასი ლარი დაუჯდა. კონცერტი პირველ აპრილს გაიმართა. იუმორისტულ ჯგუფთან ხელშეკრულება ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებამ გააფორმა. კონცერტის გაფორმებიდან დღემდე ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეიცვალა. მოქმედი წინას გადაწყვეტილებას უწონებს.
-
3 მაისს თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, 3 მაისს, თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება. დასაქმების ფორუმის მონაწილეებს აქტიურ ვაკანსიებს 20-მდე მსხვილი სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანია შესთავაზებს. სამუშაოს მაძიებლები ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ
-
იანვარ-აპრილში ელექტროენერგიის იმპორტი 21 პროცენტით გაიზარდა
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, იანვარ-აპრილში ელექტროენერგიის იმპორტმა საქართველოში დაახლოებით 612 მილიონი კვტ.სთ შეადგინა. 2018 წლის პირველ ოთხ თვეში იმპორტი 504 მილიონი კვტ.სთ იყო. შესაბამისად, წლიურად იმპორტის ზრდა დაახლოებით 21 პროცენტს შეადგენს. ესკო-ს ცნობით, აპრილში იმპორტმა 80 მილიონი კვტ.სთ შეადგინა, გასული წლის აპრილის მაჩვენებელი კი, 11 მილიონ კვტ.სთ-ს შეადგენდა.
-
გალფმა სოლიდარობის ფონდში 77 880 ლარი გადარიცხა
წინასააღდგომოდ, გალფმა მომხმარებლებს მასშტაბური საქველმოქმედო კამპანია შესთავაზა. Gulf Club-ის წევრების მიერ შეძენილი თითოეული ლიტრი საწვავიდან 3 თეთრი სოლიდარობის ფონდში გადაირიცხა ონკოლოგიით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობისთვის. კამპანია მხოლოდ ორი კვირა, 15 აპრილიდან 28 აპრილამდე, მიმდინარეობდა. საერთო ჯამში, კამპანიის ფარგლებში 77 880 ლარი შეგროვდა და აღნიშნული თანხა სრულად სოლიდარობის ფონდში გადარიცხა.
-
რა თანხა გადაურიცხა მთავრობამ მოქალაქეებს საპენსიო ფონდში - დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 15 000-მდე ადამიანმა დატოვა
დაგროვებით საპენსიო სისტემაში 741 000 ადამიანია ჩართული, სქემა კი დღეის მდგომარეობით, მონაწილეთა 2%-მა დატოვა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საპენსიო ფონდში განუცხადეს, ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობამ ფონდში უკვე 51 მლნ ლარი გადარიცხა. ცნობისათვის, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. სისტემაში ჩართვა 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სავალდებულოა, 40 წლის შემდეგ კი - ნებაყოფლობითი. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსა
-
საქართველომ რუსეთიდან აპრილში 6 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო
საქართველომ რუსეთიდან აპრილში 6 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო, რაც წინა თვეში მოხმარებული გაზის დაახლოებით სამი პროცენტია. დანარჩენი 97 პროცენტი (177 მილიონი კუბური მეტრი) საქართველომ აზერბაიჯანული „სოკარისგან“ და „შაჰ-დენიზის კონსორციუმისგან“ შეისყიდა. ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრის მიერ ხელმოწერილ 2019 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის პროექტშია ხელმისაწვდომი. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, 2017 წლის დეკემბრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართ
-
2019 წელის პირველ კვარტალში 17 მილიონ ლარამდე ვიდეოჯარიმა გამოიწერა – როგორ ავსებს ხელისუფლება ბიუჯეტს?
2019 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) საქართველოში სულ 416 ათას 863 ჯარიმა გამოიწერა. ვიდეოჯარიმების თანხის ოდენობამ კი 16 მლნ 803 ათას ლარზე მეტი შეადგინა (16 803 460). სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხა პირველადია და არ არის გამოკლებული ის თანხა, რომელიც დაჯარიმებულებმა 20%-იანი შეღავათით გადაიხადეს. დაჯარიმებულებმა 181 ათას 474 შემთხვევაში 20%-იანი შეღავათით ისარგებლეს.
-
რას უპირებენ ანაკლიას – შესაძლო სცენარები
ანაკლიის პორტის მშენებლობა შესაძლოა შეფერხდეს, ანდა ჩაიშალოს – ამას “TBC ბანკთან” დაკავშირებული პროცესების განვითარების შედეგად ანალიტიკოსები ვარაუდობენ. ის, რომ ანაკლიის პორტის მომავალი შესაძლოა დაზარალდეს, თავად მამუკა ხაზარაძეც არ გამორიცხავს. ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკებები ძალიან ნელა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დ
-
ეროვნულმა ბანკმა თბილისში 25 სავალუტო ჯიხურს რეგისტრაცია გაუუქმა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დედაქალაქის მასშტაბით, მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში,"ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის"მოთხოვნათა დარღვევების გამო, ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, ხოლო 10 პუნქტს ფულადი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
-
გიორგი შენგელია: ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ირაკლი ჩიქოვანთან ერთად ანაკლიის პორტის ტერიტორია დაათვალიერა. მერობის კანდიდატის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა აუცილებლად მოხდება და ამის გარანტისახელმწიფოა.
-
დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა
1 მაისს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტის პროექტის განხილვის მიზნით ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა. ვაჭრობასთან დაკავშირებული ნაწილის მოლაპარაკებებს საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო დიდი ბრიტანეთის მხრიდან დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ევროპასა და ცენტრალურ აზიასთან მთავარი მომლაპარაკებელი სარა კროფტი.
-
თბილისის ქუჩებში დღეს ახალი ბრენდის პოსტერები გამოჩნდა — რა არის Dze_Georgian project?
თუკი დღეს თბილისის ქუჩებში ფეხით სეირნობდით, აუცილებლად შეამჩნევდით ახალი ბრენდის უცნაურ პოსტერებს, რომელმაც უამრავი კითხვა გააჩინა. რა არის Dze_Georgian Project? - ამ სახელს თუ დაგუგლავთ, აღმოაჩენთ, რომ მას ოფიციალური გვერდიც აქვს, რომლიდანაც ირკვევა, რომ Dze_Georgian Project ახალი ტანსაცმლის ბრენდია. მისი პრეზენტაცია თბილისში Mercedes Benz-ის მოდის კვირეულზე შედგება.
-
სსფ-ს მისია: მოხარული ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მარტში 6% შეადგინა
მოხარული ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მარტში 6 პროცენტი შეადგინა, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სავალუტო ფონდის მისიის წევრები თბილისში შეხვედრებს ორი კვირის განმავლობაში გამართავენ.
-
საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა
საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს ქვეყანაში საარსებო შემწეობას 438,543 ადამიანი იღებდა, რაც მოსახლეობის 11.8 პროცენტს შეადგენს. 2017 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 450,423 კაცს შეადგენდა, რაც მოსახლეობის 12,1 პროცენტი იყო. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 459,619-ს აღწევდა (12,3%).