ნაპოვნია 1 029
-
ტოკიოში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართება
15 მარტს, იაპონიაში, ქ. ტოკიოში, საქართველო-იაპონიის ბიზნებს ფორუმი გაიმართება. ღონისძიება, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, იაპონიაში საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება. ბიზნესფორუმში 20 ქართული კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საინვეტიციო პოტენციალით დაინტერესებული 150-მდე იაპონური კომპანიიის წარმომადგენელი.
-
საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.6%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქონლით საგარეო ვაჭრობის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 739.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.6 პროცენტით მეტია.
-
რის მშენებლობას გეგმავდა პარლამენტარი თაბორის მთაზე, რაზეც მერია არ თანხმდება
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია, თაბორის მთაზე სასტუმროის ვერ ააშენებს. კერძოდ, როგორც კალაძემ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მშენებელობა მათთვის არ არის მისაღები.
-
სოციალურ მედიაში ახალი გამოწვევა #Trashtag გავრცელდა
ბოლო პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელებში ახალი გამოწვევა #Trashtag გამოჩნდა, რომელიც მალევე გახდა პოპულარული და მასში მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანი ჩაერთო. „ბიბისის“ ინფორმაციით, ონლაინ გამოწვევის არსი შემდეგში მდგომარეობს - უნდა გადაუღოთ ფოტოსურათი დაბინძურებულ გარემოს, შემდგომ დაასუფთავოთ ის და დასუფთავებულ ადგილს კვლავ გადაუღოთ ფოტო.
-
BPN Georgia-ში სიახლეა!
თუ ხართ: მცირე სასტუმროს მფლობელი, ან საცხოვრებელი ფართის ტურისტებზე გაქირავებით ცდილობთ ბიზნესის განვითარებას ხედავთ პოტენციალს, მაგრამ გიძნელდებათ იდეების და სამომავლო გეგმების ფორმულირება მაშინ ეს ღონისძიება სწორედ თქვენთვის არის! ჩვენ გთავაზობთ ორ დღიან ვორქშოპს - ბიზნესის დაგეგმვა საოჯახო სასტუმროებისთვის.
-
IT აკადემია გთავაზობთ სასწავლო კურსს
IT აკადემია გთავაზობთ Front-end დეველოპმენტის შესწავლის კურსს Angular Framework ბაზაზე. სწავლა მიმდინარეობს "Boot camp"-ის ფორმატში . კურსის განმავლობაში შეისწავლით
-
მამუკა ბახტაძე - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებამ
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებამ, ამავე დროს იმან, რომ შარშან წლის შუა პერიოდში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზაქცია ტელეკომუნიკაციების სექტორში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
თებერვალში ყველა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2019 წლის თებერვლის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,4 ათასი ტონით მეტია იანვრის თვის მაჩვენებელთან (1,1 ათასი ტონა) შედარებით.
-
სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 29%-ით გაიზარდა
საქსტატმა 2018 წლის IV კვარტლისა და 2018 წლის წლიური წინასწარი მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ გამოაქვეყნა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2018 წლის IVკვარტალში, სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 4.9 მლნ აშშ დოლარიშეადგინა, რაც 1.9 მლნ აშშ დოლარით (62.4%) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
-
„მიმდინარე წელს განათლების დაფინანსება 1,6 მილიარდ ლარს შეადგენს, 2022 წელს - 3 მილიარდ 400 მილიონს მიაღწევს"
მიმდინარე წელს განათლების დაფინანსება შეადგენს 1,6 მილიარდ ლარს, მომდევნო წელს ის გახდება 2 მილიარდი ლარი, შემდეგ ის გაიზრდება ნახევარი მილიარდი ლარით და 2022 წელს 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს მიაღწევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
-
„კორეაში მაღალ დონეზე გამართული შეხვედრები მეტ ბიძგს მისცემს ჩვენს მწარმოებლებს, რომ თავიანთი საექსპორტო პოტენციალის რეალიზაცია მოახდინონ"
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, კორეაში ვიზიტის ფარგლებში, კორეის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სტარტაპების მინისტრ ჰონგ ჯონგ-ჰაკის და კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჰონგ კვანგ-ჰისს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.
-
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის 620 მილიონი დოლარის მობილიზება უკვე მოხდა
ამ ეტაპისთვის, პორტის მშენებლობის პირველი ფაზის საინვესტიციო კაპიტალი სრულად შევსებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ანაკლიის პორტი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის 620 მილიონი დოლარი უკვე მობილიზებულია.
-
ბათუმში ტაბიძის პირველ ჩიხში უკანონო ნაგავსაყრელი დაიხურა
ბათუმში ტაბიძის პირველ ჩიხში უკანონო ნაგავსაყრელი დაიხურა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან მუნიციპალური, საყოფაცხოვრებო და ინერტული ნარჩენები ადლიის ნაგავსაყრელზე გაიტანეს. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარში ბათუმის მერიასა და კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
-
ფონდის გენერალური დირექტორის ოფიციალური ვიზიტი DAAD-სა და DFG-ში
მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია, ბონში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და გერმანიის კვლევითი ფონდის (DFG) ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში
-
„ინვესტიციების წახალისების შეთანხმება კორეიდან ინვესტიციებს გაზრდის"
საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ამოქმედება საქართველოში კორეულ ინვესტიციებს გაზრდის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომელიც კორეაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
-
საქართველოს უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები
წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 232.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
-
უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლო 5 წლის მინიმუმზეა
„საქსტატის“ ცნობით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).
-
USAID-ის "ზრდა" პროექტის და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთობლივი ინიციატივა - ანაკლიის სასწავლო ცენტრი და საგრანტო პროგრამა გახსნილია!
USAID-ის "ზრდა" პროექტის და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთობლივი ინიციატივა - ანაკლიის სასწავლო ცენტრი და საგრანტო პროგრამა გახსნილია! დაინტერესებული პირებისთვის 19 და 20 მარტს დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები. აპლიკანტებს კითხვები გამოგზავნა ასევე შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე: ACED@zrda.ge. შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2019 წლის 25 მარტი.
-
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველოს მთის კურორტების და კომპანიის „რედკო“ მხარდაჭერით
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველოს მთის კურორტების და კომპანიის „რედკო“ მხარდაჭერით, 24 მარტს 11:00-19:00 საათამდე, გუდაურში, სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება, რომლის მიზანია ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და ქართველი მეწარმეების მხარდაჭერა.
-
სოფლის განვითარების ევროპული მოდელი
სოფლის განვითარების ევროპული მოდელი, რომელსაც ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამით საქართველოში ნერგავს ქალთა გაძლიერებისთვის მთელ რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებს: სოფლის ინკლუზიურ განვითარებას ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, მათ შორის ქალების აქტიური მონაწილეობით.
-
ევროკავშირის მხარდაჭერით ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ალგეთის ეროვნული პარკის განვითარებას უწყობს ხელს
ევროკავშირის მხარდაჭერით, ალგეთის ეროვნულ პარკში ახალი ეკოტურისტული ატრაქცია – თოკების პარკი მოეწყობა. ამის შესახებ საგრანტო ხელშეკრულება ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში 7 მარტს გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ENPARD-ის განმახორციელებელი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ივანე გრიგოლაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ და საკონსულტაციო ჯგუფ „GFA”-ს წარმომადგენელმა რამაზ გო
-
FAB სკოლა 19 მარტს 3D მოდელირების ტრენინგზე გიწვევთ!
სახალისო და ფერად პროგრამაში - Tinkercad ბავშვები შეისწავლიან სამგანზომილებიანი მოდელირების საწყისებს, გაეცნობიან 3D მოდელირების პროგრამის ხელსაწყოებს. ერთჯერადი, გაცნობითი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ისწავლიან შესასრულებელი ამოცანის ანალიზს და შექმნიან პროდუქტის 3D მოდელს.
-
კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას მოეწერა ხელი
კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმება კორეის რესპუბლიკაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა, რომელშიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელიც მონაწილეობს.
-
აჭარაში 100-ზე მეტი მეწარმე ქალია რეგისტრირებული
მეწარმე ქალებს დღეს ფორუმზე უმასპინძლეს. შეხვედრაზე მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. გამოიფინა მათ მიერ დამზადებული პროდუქცია. რეგიონში დღესითვის 100 ზე მეწარე ქალია რეგისტრირებული. რა გამოწვევების წინაშე არიან ისინი?