ნაპოვნია 1 029
-
PIN-მა ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მხარი დაუჭირა ბანაკ „ზეთა“-ს
მდებარეობს რა ზღვის დონიდან 2,200 მეტრზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯუთა საქართველოს ერთ-ერთ უმაღლეს დასახლებულ პუნქტად ითვლება. წლების მანძილზე, ჯუთა მიმზიდველ ადგილად რჩებოდა ლაშქრობის მოყვარულთათვის. თუმცა, დიდ გამოწვევას წარმოადგენდა სათანადო მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის არარსებობა.
-
Geclose2EU კონკურსის შესარჩევი ეტაპი დასრულდა
გაცნობებთ, შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (Geclose2EU) კონკურსის შესარჩევი ეტაპი დასრულდა. აღნიშნული კონკურსის მიზანი იყო მცირე და საშუალო კომპანიების შერჩევა არქიტექტურა-დიზაინის, ბიზნეს საკონსულტაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების (პროგრამული უზრუნველყოფა) სფეროებში და შერჩეული კომპანიებისთვის ტექნიკური დახმარების პაკეტის, ტრენინგებსა და მასტერკლასებში მონაწილეობის და შვედეთში სასწავლო ვიზიტის თანადაფინანსების მიღების შესა
-
„საპარტნიორო ფონდის” საქმიანობა: დასრულებული და მიმდინარე პროექტების მიმოხილვა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ’’ სს „საპარტნიორო ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტები შეისწავლა. „საპარტნიორო ფონდი" 2011 წელს დაარსებული სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელიც სრულად სახელმწიფო საკუთრებაშია. „ფონდის” პორტფელში არსებული პროექტების ჯამური ღირებულება 2.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება, საიდანაც „ფონდის” ინვესტიციების წილი 330 მლნ დოლარია. „ფონდის” საქმიანობა ორი ძირითადი მიმართულებით ხო
-
ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების ონლაინ კურსის პრეზენტაცია
ექსპორტით დაინტერესბული კომმპანიების საყურადღებოდ! სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ USAID -ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით და კომპანია მაინდვორქსთან თანამშრომლობით დაასრულა ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების ონლაინ კურსის შემუშავება.
-
„კოოპერატივების ფონდი“-ს მესათბურე კოოპერატივებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო მებაღეობისა და სასათბურე მეურნეობის ექსპერტი ესტუმრა
2019 წლის 3 ივლისს „კოოპერატივების ფონდი“-ს მესათბურე კოოპერატივებში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო მებაღეობისა და სასათბურე მეურნეობის ექსპერტის, მანუელ ფაჰარდოს ვიზიტი განხორციელდა.
-
ისტორიული საკუთრებიდან იურიდიულ სტატუსამდე – “ნენსკრა ჰიდრო“ სვანებს მიწის რეგისტრაციაში ეხმარება
სვანეთში, კერძოდ ჭუბერის თემში, ნენსკრას ხეობის მაღალმთიან სოფლებში, მიწის საკუთრების საკითხი წლების განმავლობაში გადაუჭრელი იყო. თითოეულმა მოსახლემ ზუსტად იცოდა მისი ისტორიული საკუთრება, თუმცა იურიდიული სტატუსი არ ჰქონდათ. აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში ადგილობრივებს „ნენსკრა ჰიდრო“ ეხმარება, რომელიც ხეობაში უპრეცედენტო პროექტის – ნენსკრას ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს.
-
ღვინის მწარმოებელ 7 კომპანიაში დარღვევები გამოვლინდა
ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, მიმდინარე წლის 6 თვეში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 72 შემოწმება ჩაატარა. ინსპექტირებისას აღებული 400 ნიმუშიდან, სერტიფიკატის გაცემაზე კომპანიას უარი 15 შემთხვევაში ეთქვა.
-
შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი გადამხდელებს 37 ლოკაციაზე მოემსახურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR მიმდინარე წლის 29 ივლისის ჩათვლით გადასახადის გადამხდელებს 37 ლოკაციაზე მოემსახურება. მოძრავი სერვისცენტრი იმ რეგიონებში გაუწევს სერვისს გადამხდელებს, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.
-
შეხვედრები „პარტნიორობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში
თბილისი. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA) „პარტნიორობა ადგილობრივი განვითარებისათვის“ ფარგლებში, შეხვედრებს მართავს საქართველოს რეგიონებში. „შეხვედრები საინფორმაციო ხასიათისაა და ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით ტარდება.
-
ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია ,,QuickCash AI” EMERGING EUROPE AWARDS - ის ერთ-ერთი გამარჯვებულია
ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია ,,QuickCash AI” EMERGING EUROPE AWARDS - ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ქართულმა კომპანიამ ნომინაციაში ,,2019 წლის ინოვაციური ინიციატივა“ გაიმარჯვა და კონკურსის გამარჯვეულთა პირველ სამეულშიც მოხვდა. დაჯილდოების ცერემონიალი ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკში გაიმართა. PwC CEE დაჯილდოების სტრატეგიული პარტნიორია.
-
ბათუმი Euronews-ის ობიექტივში მოხვდა
ბათუმი, როგორც ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება Euronews-ის ობიექტივში მოხვდა. გადაცემა Focus-მა ბათუმს ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა, სადაც საინტერესოდაა გადმოცემული თუ რატომაა ბათუმი ტურისტებისთვის მიმზიდველი ტურისტული მიმართულება. რეპორტაჟში ხაზი გასმულია ქალაქსა და ზოგადად, რეგიონში ტურიზმის სწრაფად განვითარებაზე, ტურისტულ პროდუქტებზე, ტრადიციებსა და კულტურაზე. მსოფლიოში რეიტინგული ტელეარხის გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდა
-
თბილისის მერია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის სემინარს გამართავს
თბილისის ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და ტურიზმის სფეროში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით სემინარს გამართავს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სემინარი 9 ივლისს იგეგმება. „დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და ამ სფეროში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერია პერიოდულად ატარებს მასტერკლასებსა და სემინარებს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ამჯერად, 9 ივლისს, კომპანია „გალტ
-
FAO ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემების შესახებ რეგიონულ დიალოგს მართავს
2019 წლის 2-3 ივლისს, FAO-მ ბათუმში გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც ევროპისა და აზიის რვა ქვეყნის 18 წარმომადგენელი ესწრებოდა, მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პროგრამა (GIAHS) წარადგინა GIAHS-ის პროგრამების რეგიონის მასშტაბით დანერგვა ხელს შეუწყობს, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებას, ბიომრავალფეროვნების, სურსათისა და სოფლის მეურნეობისთვისგენეტიკური რესურსების შენარჩუნებას, ასევე დაეხმარება რეგიონის ქვეყნებს კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავ
-
საქსტატი - ივნისში დეფლაცია დაფიქსირდა, წლიური ინფლაცია კი, 4.3 პროცენტამდე შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში მინუს ერთი (-1) პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა, მაისში წლიური ინფლაცია 4.7 პროცენტი იყო. საქსტატის ცნობით, ივნისში წინა თვესთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.9 პროცენტიანი კლება. ფასები შემცირებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-27.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-5.8 პროცენტი)
-
სვანეთში მდებარე ელექტროგადამცემ ხაზზე „იფარი“ აღდგენითი სამუშაოები დასრულდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ სვანეთში მდებარე ელექტროგადამცემ ხაზზე „იფარი“ აღდგენითი სამუშაოები დაასრულა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, სოფელ კალას მიმდებარე ტერიტორიაზე, ალპურ ზონაში, ზვავმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზის 72-ე ანძა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა ჰიდროელექტროსადგურის „მესტიაჭალა 1-2“-ის მიერ გამომუშავებული სიმძლავრის ქსელში ინტეგრირება.
-
რა თანხას ხარჯავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოეთში საქართველოს რეკლამირებაზე
2019 წელს უცხოურ მედიაში საქართველოს რეკლამირებაზე ბიუჯეტით 19 281 000 ლარია განსაზღვრული. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან მიმდინარე წლის 6 თვეში 8 220 444,52 დაიხარჯა.
-
ღვინის ეროვნული სააგენტო - ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 9%-ით გაიზარდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში 40,5 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 98 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია.
-
ეკონომიკის სამინისტრო - საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია
საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია, – ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით ჩატარებული კვლევის თანახმად მომზადებულ რეიტინგში, საქართველო პირველ პოზიციაზე დასახელდა. საქართველომ 12 ინდიკატორიდან ცხრა ინდიკატორში საუკეთესო შეფასება მიიღო. ამასთან, 2018 წლის რეიტინგთან შედარ
-
იურიდიული განათლება პროფესიული წარმატებისთვის
3 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში (USAID/PROLoG) გიწვევთ ღონისძიებაზე: „იურიდიული განათლება პროფესიული წარმატებისთვის“. ღონისძიებაზე კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ისაუბრებენ სამართლის სტუდენტების საჭირო იმ უნარ-ჩვევებზე, რომელიც მათი დასაქმებისა და შემდგომი კარიერული წარმატებისთვის არის აუცილებელი. შეკრებილი საზოგადოება ასევე იმსჯელებს ა
-
ფონდის გამოხმაურება მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებით
ევროპის ფონდი ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გამოქვეყნებულ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის, ტექნიკური მხარდაჭერის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების 2014-2018 წლების შედეგების შეფასებას.
-
სურსათის უვნებლობა ტრენინგი თბილისში
სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო ცენტრი 21.07.2019 წელს გთავაზობთ ერთდღიან ტრენინგს ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: *საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა *სურსათის უვნებლობის საკანონმდებლო მოთხოვნები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისათვის *სურსათის უვნებლობის სფეროში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები *სურსათის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული წესები და მოთხოვნები *ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით (DCFTA) გათვალისწინებული მოთხოვნების ზო
-
650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა
2019 წლის 28 ივნისს 16:30 - საათზე ტექნოპარკში ინოვაციების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. 650 000 - ლარიანი გრანტების პროგრამის მიზანია მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.
-
დეპოზიტების მოცულობამ 24 მლრდ-ს გადააჭარბა
კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა მაისში წინა თვესთან შედარებით 3.71%-ით - 858 მლნ ლარით 24.01 მლრდ ლარამდე გაიზარდა. მაისში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 504 მლნ ლარით, მოთხოვნამდე დეპოზიტების მოცულობა კი 353 მლნ ლარით გაიზარდა.
-
თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ZEG - Tbilisi Storytelling Festival ჩატარდა
Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ს ორგანიზებით და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ZEG – Tbilisi Storytelling Festival - რეგიონში ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალმა სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები გააერთიანა, რომლებმაც აუდიტორიას ამბის გადმოცემის თავიანთი უნიკალური ხერხები გაუზიარეს. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, პარფიუმერია - ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაცფესტივალის განმავლობაშ