ყველა სიახლე 1 370
-
საგანმანათლებლო პროექტი „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“ დაიწყო
17 ივნისს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) სააგენტოსთან “აწარმოე საქართველოში” პარტნიორობით, საგანმანათლებლო პროექტი - „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი” დაიწყო. პროექტი, ბიზნესის სტიმულირებისა და განვითარების მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონში, მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტის პარტნიორები სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ (მთავარი პარტნიორი), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სა
-
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენაში 12 ქვეყანა მონაწილეობს
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. რეგიონში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის წარმოებისთვის საჭირო ყველა კომპონენტია წარმოდგენილი. ღონისძიებაში 12 ქვეყნის 160-მდე კომპანია მონაწილეობს, რომელთა შორის 110-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი როგორც დიდი კომპანია, ისე საშუალო და მცირე მარანია. საერთაშორისო გამოფენა 13-15 ივნისს, საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო-ჯორჯია“ იმართება. WinExpo Georgia-ს ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს გა
-
ცქიტიშვილი: სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ანაკლიის პორტის თემაზე აქცენტი არ ნიშნავს, რომ აქ პრობლემა უნდა ვეძებოთ
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობაში პრობლემებს ვერავინ იპოვის, რადგან ისინი უბრალოდ არ არსებობს. ამის შესახებ მინისტრმა TV პირველის ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა. „როცა აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, აქ პრობლემებს ვერავინ იპოვის, რადგან უბრალოდ არ არსებობს. ეს არის ურთიერთობა.
-
იანვარ-მაისში ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3.6%-ით შემცირდა
2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 959.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 1 466.8 მლნ აშშ დოლარი (14.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 492.3 მლნ აშშ დოლარი (3.6 პროცენტით ნაკლები) იყო.
-
Ford-ი აშშ-ს ბაზრიდან მაღალი გამავლობის 1,2 მილიონ ავტომობილს გაიწვევს
ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია და მსოფლიოს სიდიდით მეხუთე ავტომწარმოებელი Ford-ი მაღალი გამავლობის 1,2 მილიონ ავტომობილს გაიწვევს, წერს გამოცემა BBC-ი. კომპანიის ცნობით ამის მიზეზია სამუხრუჭე სისტემაში არსებული ხარვეზი, რომელიც საჭეს მწყობრიდან გამოიყვანს. Ford-ი ამ გადაწყვეტილების შედეგად $180 მილიონით იზარალებს.
-
აშშ-ს შავ სიაში ყოფნის გამო Huawei ახალ ლეპტოპს ვერ წარადგენს
Huawei-მ ახალი პროდუქტის წარდგენის შესახებ დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა. ამის შესახებ BBC კომპანიის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ჩინური კომპანია მიმდინარე კვირას ახალი ლეპტოპის წარდგენას გეგმავდა, თუმცა განმარტა, რომ ეს შეუძლებელია. მისივე თქმით, პროდუქტს განადგურება ემუქრება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხნის განმავლობაში იქნება ჩინური ტექნოლოგიების გიგანტი შავ სიაში.
-
თიბისი 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს
თიბისი აშშ დოლარში დენომინირებულ, 300 მილიონის ღირებულების 5 წლიან, არაუზრუნველყოფილ ობლიგაციებს გამოუშვებს. აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალი, 700 აშშ მილიონ დოლარზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. თიბისი 5.75% წლიურ საპროცენტო განაკვეთს გადაიხდის, რაც ისტორიულად, საქართველოდან გამოშვებულ ევრო ობლიგაციებზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
-
საპენსიო სააგენტო მთავარი რისკის ოფიცერს ეძებს
საპენსიო სააგენტო მთავარი რისკის ოფიცერს ეძებს. უწყებამ შესაბამისი ვაკანსია უკვე გამოაქვეყნა. განაცხადების მიღება 8 ივლისამდე იწარმოებს. როგორც ვაკანსიაშია აღნიშნული, მთავარი რისკის ოფიცერს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება (მინიმუმ მაგისტრის დონეზე) ფინანსების ან/და თეორიული ფიზიკის ან/და მათემატიკის სპეციალიზაციით;
-
ტრენინგების ციკლი WaSH საკითხების შესახებ
2019 წლის 10 ივნისიდან, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, რომელსაც CENN ახორციელებს, სამიზნე მუნიციპალიტეტების (ახმეტა, საგარეჯო, ლაგოდეხი, დმანისი, მარნეული, თეთრიწყარო და წალკა) WaSH საბჭოების წევრებისათვის, საჯარო სკოლების, განათლების ცენტრებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისათვის WaSH-თან (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) დაკავშირებული ტრენინგების ციკლი დაიწყო.
-
შოდი – იაპონური კალიგრაფია
9 ივლისს, რუსთავში ჩატარდება შოდოს დემონსტრაცია, რომელსაც წარადგენს მსოფლიოში ცნობილი კალიგრაფისტი კოშუ (აკემი ლუკასი). დასწრება თავისუფალია. იაპონიის საელჩო მადლობას უხდის ქ.რუსთავის მერიას ამ ღონისძიების მხარდაჭერისთვის.
-
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი
გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით — 15-16 ივნისს, ბათუმში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს გამართავენ. ღონისძიების მიზანი ბიზნესკომპანიებში ქალთა გაძლიერება და წარმატებული ქალი მეწარმეების ისტორიების წარმოჩენაა. ფორუმის სტუმრები გაეცნობიან ინფორმაციას ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, გრანტებისა და განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ. ამას გარდა, მათ საშუალება ექნებათ, და
-
ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა. შესაბამისი ცვლილებები ფინანსთა მინისტრის 31 მაისის N162-ე ბრძანებით, ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა.
-
„თი-ბი-სი ჯგუფი“ ლონდონში ინვესტორების დღეს უმასპინძლებს
6 ივნისს „თი-ბი-სი ჯგუფი“ ლონდონში ინვესტორების დღეს გამართვს. ღონისძიება საფონდო ბირჟის ოფისში გაიმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის 120-მდე ინვესტორი, ანალიტიკოსი და ფინანსური სექტორის წარმომადგენელი დაესწრება. ღონისძიებაზე „თი-ბი-სი“ ბანკის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლები „თი-ბი-სი ჯგუფის“ ფინანსური და ტექნოლოგიური მიღწევების, მიზნებისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ ინვესტორებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. საუბარი შეეხება
-
RDFG-მ მონაწილეობა მიიღო ჟენევაში გამართულ კატასტროფის რისკის შემცირების გლობალურ პლატფორმაში
2019 წლის 16 მაისს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის თავჯდომარე, ვანო გრიგოლაშვილი კატასტროფის რისკის შემცირების ინიციატივის პარტნიორობამ (CADRI) მიიწვია ჟენევაში გამართულ კატასტროფის რისკის შემცირების გლობალურ პლატფორმაში მონაწილეობის მისაღებად, სადაც მან საქართველოს მაგალითზე ისაუბრა სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთანამშრომლობის როლზე კატასტროფის რისკის შემცირების დღის წესრიგის პრიორიტეტე
-
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) მის წევრ კომპანია KulturenDialog-თან ერთად გიწვევთ ერთდღიან ტრენინგზე
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) მის წევრ კომპანია KulturenDialog-თან ერთად გიწვევთ პრაქტიკულ ტრენინგზე: „კულტურათაშორისი კომპეტენცია და წარმატებული თანამშრომლობა გერმანელ ბიზნეს პარტნიორებთან/კლიენტებთან“.
-
განაცხადების მიღება – შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2019
შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა განაცხადებების მიღება დაიწყო. ყოველწლიური პროგრამის ორგანიზატორები არიან საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და ევროპის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი (ნიცის უნივერსიტეტი). შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი სთავაზობს მაღალი დონის სასწავლო კურსს პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა მონათესავე სფეროების სტუდენტებს. კურსი განსაზღვრულია ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის.
-
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტიქიით დაზარალებული ფერმერებისთვის USAID 1 მლნ დოლარს გამოყოფს
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას მყისიერი თანადგომისთვის. ჩვენ მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. შიდა ქართლში ძლიერი სეტყვის შედეგად საგანგებო ვითარება შეიქმნა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილს მოსავალი სრულად გაუნადგურდა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლობის მხარდაჭერა ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია.
-
კახა კალაძე: მრგვალ ბაღში კომპანია მუშაობას ვეღარ გააგრძელებს
თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სტრუქტურებს მრგვალ ბაღში წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულება დაავალა. სხვა პროექტებთან ერთად, მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, კომპანიამ სამუშაოები ვერ დაასრულა. შესაბამისად, ის მრგვალი ბაღის რეაბილიტაციას ვეღარ გააგრძელებს.
-
რიანა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მომღერალია
რიანა ახლა მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მუსიკოსია, თუმცა, ამის მიზეზი მუსიკალური ინდუსტრიიდან მიღებული ქონება კი არა, მისი პოპულარული ბრენდი Fenty-ია. 31 წლის ბარბადოსელმა პოპვარსკვლავმა Fenty Beauty-ის ხაზი 2017 წელს გამოუშვა და ფორბსის ინფორმაციით, ახლა მისი ქონება $600 მილიონს უდრის.
-
ვითიბი ბანკმა გამარჯვებულები დააჯილდოვა
26 მაისს დასრულდა ვითიბი ბანკის გათამაშება, რომელიშიც ჩართვა ნებისმიერი ქართული ბანკის MasterCard-ისა და Visa ბარათის მფლობელს შეეძლო. ამისთვის საჭირო იყო, რაც შეიძლება მეტი გადარიცხვის განხორციელება ვებგვერდიდან. გამარჯვებულები ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდა.
-
კადეტთა კორპუსის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
მერიამ თაბუკაშვილის 46-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. კადეტთა კორპუსის პროექტირებაზე კონკურსი გამოაცხადა- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. შენობა დაახლოებით 150 წლისაა. ის თავდაპირველად დაწყებით სამხედრო სკოლას, ხოლო შემდგომ კადეტთა კორპუსს ეკუთვნოდა.
-
პირველი ივლისიდან მეტროს მუშაობის გრაფიკი ერთი წლით შეიცვლება
1-ელი ივლისიდან მეტროს მუშაობის გრაფიკი შეიცვლება. კერძოდ, შემცირდება ერთი საათით და ერთი წლის განმავლობაში მეტრო იმუშავებს დილის 06:00-დან 23:00 საათამდე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. „ამისთვის გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი.
-
5 თვეში საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა 35%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის 5 თვეში, საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა 35%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ განაცხადეს. კონსორციუმში ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მიწოდებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა პროგნოზირებულზე სწრაფად იზრდება.
-
IPM - 2019 წელს ქვეყნის, როგორც ძირითადი, ისე რეგიონული ბიუჯეტების შევსების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ სათამაშო ბიზნესი სახელდება
2019 წელს ქვეყნის, როგორც ძირითადი, ისე რეგიონული ბიუჯეტების შევსების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ სათამაშო ბიზნესი სახელდება - ამის შესახებ აღნიშნულია კომპანია „აიფიემ კვლევაში“. "კომპანიამ „აიფიემ კვლევები“ გასული წლის ივნისში საზოგადოებას შესთავაზა სტატიასათამაშო ბიზნესის მედია გაშუქების თაობაზე საქართველოში. საკითხი აქტუალობას არც მიმდინარე წელს კარგავს.