ნაპოვნია 1 029
-
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
9-17 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აშშ-ს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში . ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. კერძოდ, გაიმართება შეხვედრები მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, საერ
-
გამოკითხულთა უმრავლესობა დაგროვებითი პენსიის რეფორმას უარყოფითად, ან ძალიან უარყოფითად აფასებს - TI
მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებსაც საპენსიო რეფორმის შესახებ სმენია, დაგროვებითი პენსიის პროგრამას უარყოფითად, ან ძალიან უარყოფითად აფასებს - ეს შედეგი "საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევამ აჩვენა, რომელიც დღეს გახდა საჯარო. კითხვაზე, "როგორ შეაფასებდით, დაგროვებით საპენსიო რეფორმას," გამოკითხულთა 35% ამბობს, რომ დაგროვებითი პენსიის პროექტს უარყოფითად აფასებს, 18% კი ძალიან უარყოფითად.
-
ნავთობის ფასმა ხუთი თვის მაქსიმუმი განაახლა
ნავთობის ფასმა, ნოემბრის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ამის მიზეზი კი გახდა ლიბიაში არსებული რთული ვითარება, OPEC-ის მიერ ბაზარზე მიწოდების შეზღუდვა და აშშ-ის მიერ ირანისა და ვენესუელას წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება. ნავთობის ფასის ზრდას ასევე უზრუნველყოფს აშშ-ის შრომის ბაზრის დადებითი სტატისტიკა.
-
ახალი შეზღუდვების გამო 64%-ს სესხის აღების პროცესში პრობლემები შეექმნა - TI კვლევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 64%-ს სმენია 2019 წლის პირველი იანვრიდან ეროვნული ბანკის მიერ სესხების გაცემაზე დაწესებული ახალი შეზღუდვების შესახებ. აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ გამოკითხულთა 14%-მა სცადა ახალი კრედიტის აღება, რომელთაგან 64%-ს სესხის აღების პროცესში პრობლემები შეექმნა.
-
„რუსეთიდან შემოყვანილი ცხვარი საქართველოდან, როგორც ქართული, ისე გადის“
„ციფრებში ეჭვი მეპარება, რადგან საქართველოს ასეთი დიდი პოტენციალი არასდროს ჰქონია და გამორიცხულია, საქართველოდან ექსპორტზე ამდენი ცხვარი/ცხვრის ხორცი გასულიყო“ - ამის შესახებ მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ბექა გონაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ცხვრის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებზე საუბრისას განაცხადა.
-
მესტიაში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდება
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მესტიის წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას იწყებს. კომპანიის ცნობით, პროექტს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. „ამ დროისთვის, პროექტის შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი მიმდინარეობს. პრეტედენტებს წინადადებების წარდგენა 2019 წლის 23 აპრილის (16:00 საათი) ჩათვლით შეუძლიათ.
-
დღეიდან შეგიძლიათ ახალ პროფესიას უფასოდ დაეუფლოთ - სახელმწიფო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია, 2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე, 8 აპრილს დაიწყება და 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინე წეროძემ განაცხადა. მისივე ინფორმციით, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში, ასევე ონლაინ, ვებგვერდზე www.vet.emis.ge.
-
Netflix-ი ფასებს ზრდის
Netflix-მა ამერიკელ მომხმარებლებს ელექტრონული წერილები დაუგზავნა, რომლითაც შეატყობინა, რომ მაისიდან მათ სტრიმინგის მომსახურებაზე საფასური გაეზრდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. Netflix-მა ფასების ზრდის შესახებ მომხმარებელი ჯერ კიდევ იანვარში გააფრთხილა. მაშინ კომპანიაში განაცხადეს, რომ ოდნავ გაზრდილი გადასახადი მათ მეტი სატელევიზიო შოუს და ფილმების შექმნის შესაძლებლობას მისცემს.
-
თბილისში Car Sharing-ის პროგრამა დღეს ამოქმედდა
თბილისში საზიარო ავტომობილის (Car Sharing) პროექტი დღეს მთელი დატვირთვით ამოქმედდა. კომპანია „აიქარის“ თბილისში 50 ელექტრომობილი ჰყავს განთავსებული, თუმცა საბოლოო ჯამში პროექტში 3 000 ელექტრომობილი ჩაერთვება. „aicar“-ის მუშაობის მთავარი პრინციპია დაზოგო დრო და ფინანსები. როგორც imedinews კომპანიაში განუცხადეს მომხმარებელს შეუძლია, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, იპოვოს უახლეს წერტილში aicar-ის მანქანა და&
-
საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზირების წესი იცვლება
წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელი სუბიექტებისათვის მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემა იქნება შესაძლებელი. მოქმედი კანონმდებლობით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა აუქციონის წესით ხდება.თუმცა არის გამონაკლისი, რომელიც ტურისტულ და რეკრეაციულ ზონებზე ვრცელდება.
-
ბათუმი თევზისა და ზღვის პროდუქტების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს
ბათუმი თევზისა და ზღვის პროდუქტების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. ბათუმში ბულვარში წარმოდგენილია საქართველოში, უკრაინაში და თურქეთში წარმოებული თევზეული და მისგან მომზადებული ტრადიციული კერძები. ფესტივალი მიზნად ისახავს აქვაკულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნაში თევზის წარმოების დარგში ჩართული ორგანიზაციებისა და პირების ურთიერთდაკავშირებას, მათ შორის გამოცდილებების გაზიარების და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვას.
-
„ყაზტრანსგაზი“ დიღმის მასივში აფეთქებაზე - ცხელ ხაზზე გაზის სუნის შესახებ ზარი შემოსულია 11:50 საათზე, ჯგუფი ადგილზე მივიდა 12:11 საათზე, აალება მოხდა 12:10 საათზე
არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო, თითქოს კომპანიის წარმომადგენლები საცხოვრებელი ბინის აალებამდე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, რამაც შესაძლებელია, გამოიწვიოს მოსახლეობაში პანიკის დათესვა, კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ აქვეყნებს შემოსული ზარების ქრონოლოგიას, - ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.
-
ახალგაზრდა დედები ბოდიბილდერებზე ძუძუს რძეს ყიდიან. როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე ცუდი ბიზნესია
როგორ შეიძლება დედამ დეკრეტული შვებულების დროს ფული გამოიმუშაოს? ბევრი ვარიანტი არ არსებობს, რადგან ბავშვს მუდმივად ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუმცა ზოგიერთმა დედებმა ნამდვილი ბიზნესის წამოწყება მოახერხეს და ჭარბ რძეს ბოდიბილდერებზე ყიდიან.
-
რატომ ეძებდნენ საბჭოთა მოქალაქეები თევზის კონსერვში ძვირფასეულობას?
როგორ აღარ ცდილობდა საბჭოთა ხელმძღვანელობა, რომ აეძულებინათ მოქალაქეები ეყიდათ იაფი თევზის კონსერვები და საერთოდ, ზღვის პროდუქტები, ბევრს ისიც ახსოვს, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ, ხუთშაბათი "თევზის დღეც" დააწესა რა დროსაც ყველა საზოგადოებრივ კვების ობიექტში სადილად იყო "თევზის დელიკატესები", ეს იყო ერთგვარი მცდელობა გადაეფარათ ხორცის დეფიციტი.
-
„თუ ჩავთვლით, რომ რეგულაციებში რაიმე ცვლილება არის შესატანი, ჩვენ აუცილებლად შევიტანთ“
თუ ჩავთვლით, რომ რეგულაციებში რაიმე ცვლილება არის შესატანი, ჩვენ აუცილებლად შევიტანთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გადაცემა „Forbes კვირაში“ განაცხადა. მისივე შეფასებით, 1-ლი იანვრიდან ამოქმედებულმა ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულებამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება დაიწყო.
-
საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაცია 19,9%-ით შემცირდა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის თებერვალში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 19.9%-ით შემცირდა და ქვეყნის მასშტაბით 59 733 ერთეული შეადგინა. სტატისტიკა აჩვენებს, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (38.6%-ით), ისე მეორადი (11.9%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა.
-
ლოს-ანჯელესში ვირტუალური ელექტროსისტემა გამოჩნდება
კალიფორნიის ქალაქ ლოს-ანჯელესის ხელისუფლება ვირტუალური მზის ელექტროსისტემის შექმნას აპირებს, რომელიც ტრადიციულ ელექტროსადგურებს ჩაანაცვლებს. ამის შესახებ The New York Times იუწყება. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვირტუალური ელექტროსადგური ტრადიციულისგან განსხვავებით, თავისთავად წარმოადგენს მზის პანელების ქსელს, რომელსაც სახლის მეურნეობაში ენერგო საცავებთან ერთად იყენებენ. მთელს ამ ქსელს მართავს კომუნალური მეურნეობა.
-
საქართველო ელექტრომობილების გამოშვებას იწყებს -სპეციალური ქარხანა ქუთაისში აშენდება
საქართველო ელექტრომობილების გამოშვებას იწყებს - ქართული ბრენდით ელექტრომობილი პირველად შეიქმნება და მისი გამოშვებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება. ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში აშენდება - მასშტაბური პროექტი პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ეკომიმართულებით იმუშავებს.
-
საქართველოში მსხვილი კომპანიები მაისიდან ელექტროენერგიას თავისუფალ ბაზარზე იყიდიან
პირველი მაისიდან მსხვილ კომპანიებს ელექტროენერგიის შეძენა თავისუფალ ბაზარზე მოუწევთ. უკვე განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საწარმო ვალდებულია, პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირდეს - წერს 1Tv.ge ვალდებულება შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც თვეში მინიმუმ 5 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგიას მოიხმარენ და ამ ელექტროენერგიას ან მის ნაწილს იღებენ 35-110 კილოვოლტის ძაბვის ან 6-10 კილოვოლტის ძაბვის მდებარე მიწოდების წერტილებიდან.
-
ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება — მამუკა ბახტაძის დაპირება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დაპირებით, საქართველოში, ქუთაისში ელექტროავტომობილების ქარხანა აშენდება და მანქანების წარმოება 2020 წლიდან დაიწყება. ამის შესახებ მან "მწვანე ეკონომიკის" ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, წლიურად ქარხანა სულ 40 ათასი ავტომობილს გამოუშვებს, რომლის ნახევარი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, დანარჩენი კი ევროკავშირის ქვეყნებში გავა.
-
ჰარი პოტერის მუზეუმში „გრინგოტსის“ ბანკი გაიხსნა
სტუდია Warner Bros.-ის პავილიონში, ქალაქ ლივსდენში ჯადოსნური ბანკი „გრინგოტსი“ გაიხსნა. მის შექმნაზე 18 თვე დაიხარჯა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Express.co წერს. „გრინგოტსი“ „ჰარი პოტერის“ მუზეუმის მუდივი ექსპოზიცია იქნება. ის დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრია. ვიზიტორებს შეეძლებათ იხილონ ჯადოსნურ სამყაროში მცხოვრებ ლესტრეინჯების ოჯახის სეიფიც.
-
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%-მდე შეამცირა
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%-მდე შეამცირა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში. „პროგნოზის მიხედვით, რეალური მშპ-ს ზრდა 4.6%-მდე შემცირდება 2019 წელს, ვინაიდან საგარეო მოთხოვნა სუსტდება და საქართველოს ეროვნული ბანკი ამკაცრებს ზომებს, რომელიც მიმართულია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წახალისებაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.
-
აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები ისევ გააფართოვა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ოფიციალური განცხადება აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა გააკეთა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. პენსის თქმით, შავ სიაში ორი კომპანია და სახელმწიფო ნავთობკონცერნის 35 ტანკერი მოხვდა. მათ ვენესუელიდან კუბაში ნავთობი გადაჰქონდათ.
-
გენადი არველაძე მსხვილი ბულგარული ენერგოკომპანიის მფლობელს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ბულგარეთის მსხვილი კომპანიის „ენერჯი მარკეტის“ (Energy Market) მფლობელს ბორისლავ ლორინკოვსა და ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და დარგში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება.