ყველა სიახლე 1 370
-
თბილისში ქართველ და ლიეტუველ ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
თბილისში ქართველ და ლიეტუველ ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიება გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით იმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმის მიზანი საქართველოსა და ლიეტუვაში მოქმედი ქალი მეწარმეების ასოციაციების დაკავშირება, მათ შორის თანამშრომლობის დამყარება და სამომავლო პარტნიორობების გეგმების განხილვაა.
-
აშშ ფოთის ტერმინალის მშენებლობას $50 მილიონით დააფინანსებს
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ფოთის ტერმინალის მშენებლობას დააფინანსებს. კერძო საინვესტიციო კორპორაცია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, ღრმაწყლოვანი პორტის - „პეის ტერმინალის“ მშენებლობაზე 50 მილიონ დოლარს გამოყოფს. სესხის ხელშეკრულება ოფიციალურად ვაშინგტონში, ოპიკის (OPIC) სათავო ოფისში გაფორმდა. მას ხელი მოაწერეს „პეის ჯორჯიასა“ და ოპიკის ხელმძღვანელებმა. ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდა საქართველ
-
გალფის ქსელში დღეიდან G-Force-ის განახლებული, ეკოლოგიურად სუფთა საწვავი გაიყიდება
გუშინ, 15 მაისს Republic-ში კომპანია გალფმა მისი განახლებული საწვავის პრეზენტაცია გამართა. G-Force-ის უნიკალური დანამატი Green Booster საწვავს უფრო ეკომეგობრულს ხდის. მისი ტექნოლოგიური ფორმულა მნიშვნელოვნად ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას ჰაერში. მავნე კომპონენტების ემისია მცირდება 40 პროცენტით. ბენზინსა და დიზელში მკვეთრად მცირდება ბენზოლისა და არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, სწორედ ეს კომპონენტები განსაზღვრავს საწვავში
-
მერკელის თქმით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აუცილებლად აშენდება
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აუცილებლად აშენდება. ანგელა მერკელის თქით, მშენებლობის დაბლოკვა არც ევროკომისიას შეუძლია, რადგან პროექტი უკვე დამტკიცებულია. ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა რავენსბურგში გააკეთა. მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, გარკვეული ასპექტები პროექტის კრიტიკის საფუძველს იძლევა, თუმცა წარმოდგენილი არგუმენტები მშენებლობის შეჩერებისთვის საკმარისი არ არის.
-
ქართული კომპანიები ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენაში – VinExpo Bordeaux-2019, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობენ. სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო, ერთიანი სტენდით უკვე მესამედ მონაწილეობს აღნიშნულ გამოფენაში.
-
4 თვის მონაცემებით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა
2019 წლის 4 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა და 113 251 შეადგინა. ვიზიტორთა შორის 54% ქართველია, ხოლო 46% უცხოელი. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
-
საქართველოში ტურისტული ატრაქცია „სადილი ცაში“ გაიხსნა
საქართველოში ტურისტული ატრაქცია „სადილი ცაში“ გაიხსნა. დღეიდან კოჯორში სტუმრებს 50 მეტრის სიმაღლიდან თბილისის ხედის ნახვა და სადილობა შეეძლებათ. პლატფორმა სპეციალური ამწეთია ჩამოკიდებული, სადაც სტუმრები დაკიდებულ მაგიდასთან ისადილებენ. რესტორნით სარგებლობა ერთდროულად 22 ადამიანს შეეძლება.
-
საჯარო ლექცია
2019 წლის 22 მაისს, 16:30-ზე ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ხელმძღვანელის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის, გიორგი მშვენიერაძის და არასამათავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორის ედუარდ მარიკაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება.
-
ხულოს LAG-ს ახალი მმართველი გუნდი ყავს
2019 წლის 14 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მმართველი ჯგუფის არჩევნები გაიმართა. არჩევნებს წინ უძღოდა LAG-ის გენერალური ასამბლეის შეხვედრა, რომელზეც წევრები საარჩევნო პროცედურებს და მმართველი ჯგუფის სტრუქტურას გაეცნენ. გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე ასევე მოკლედ შეჯამდა LAG-ის ერთწლიანი მუშაობა და გამომსვლელებმა მოკლედ მიმოიხილეს ძირითადი აქტივობები.
-
მუხური – პროექტი "მოტივაცია მოქმედებისათვის"
ქალთა საინიციატივო ჯგუფმა "მაღვიძარა" ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობისა და მოქალაქეობრივი ჩართულობის გაზრდის მიზნით, საგანმანათლებლო სივრცე მოაწყო. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი იყო10 700 ლარი, საიდანაც ჩვენს მიერ გაცემული საგრანტო თანხა შეადგენდა 8 000 ლარს.
-
USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ დაიწყო ტრენინგები
ადვოკატთა ასოციაციის ოფისში , საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) თანამშრომლობით, ასოციაციის წევრებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე - პრაქტიკული კურსი: რელიგიის თავისუფლების სტანდარტები
-
ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სასწავლო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდა
2019 წლის 6-10 მაისს, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრები სასწავლო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდნენ. ტურში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე. ვიზიტი ევროკავშირის მხარდაჭერით, ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტის (ÖIR) ორგანიზებითა და CENN-ის დახმარებით შედგა.
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, ანაზღაურებული ზარალი 35 მილიონ ლარზე მეტია
2019 წელს, აგროდაზღვევის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი გამოიყო. დღეის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ფარგლებში გაცემულია 4 217 პოლისი, საიდანაც 3,381 პოლისი კახეთის რეგიონში გაიცა. მიმდინარე წელს, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 8 სადაზღვევო კომპანია. სურვილის შემთხვევაში, პროგრამაში ჩართვა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია.
-
26 მაისის ღონისძიება გორში
26 მაისის ღონისძიებაზე, გორში, ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია იქნება არტკაფე „მანდილოსანი", სადაც შეძლებთ, მიიღოთ ცოდნა ქალთა უფლებებზე, წარმატებულ ქართველ ქალებზე და ა.შ. არტკაფეს მასპინძლები იქნებიან გაცოცხლებული ისტორიული გმირები, რომელთაც ადგილობრივი მსახიობები განასახიერებენ: მაგ., ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი მაზნიაშვილი, შალვა ალექსი-მესხიშვილი (იუსტიციის პირველი მინისტრი, 1918 წელი), ანასტასია ერისთავ-ხოშტარია, ეკატერინე გაბაშვილი, ფარიხან სოფიევა
-
სათბური რუსთავის მე-16 პენიტენციურ დასწესებულებაში- მსჯავრდებულებს ყვავილები და კენკროვანი კულტურები მოჰყავთ
8 მაისს, რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მედიატური გაიმართა. ჟურნალისტები გაეცნენ დაწესებულებაში არსებულ სიტუაციას და შეხვდნენ ბენეფიციარებს, რომლებიც დასაქმებულები არიან სიდას მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოწყობილ ყვავილების სათბურში. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა" ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში".
-
“კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი”
საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კიბერუსაფრთხოების ფესტივალი, სადაც სპიკერებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: კიბერუსაფრთხოების ეკოსისტემა საქართველოში, კიბერსაფრთხეები და სახელმწიფოს როლი, პიროვნების დაცულობა ინტერნეტ სივრცეში, კიბერუსაფრთხოების იურიდიული აქტები და სხვა.
-
ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე შევთანხმდით
„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე შევთანხმდით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. მისი განცხადებით, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" საქართველოში მიმდინარე პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა და მთლი
-
ბიტკოინის ღირებულება 11%-ით გაიზარდა
აშშ-ში ბიტკოინის ღირებულებამ $7000 გადააჭარბა, - წერს Bloomberg-ი. გამოცემის ცნობით, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წლის სექტემბრის შემდეგ. კრიპტოვალუტის ბრუნვა გასულ შაბათ-კვირას გაიზარდა. კვირის ბოლოს სავალუტო ბირჟებზე ბიტკოინის ღირებულებამ $6957,73 შეადგინა, ვაჭრობა $ 7585 ნიშნულზე დაიხურა. მისი ღირებულება 11%-ით გაიზარდა.
-
გორში ბიუჯეტის ფულით 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება
მაშინ, როცა მსოფლიო 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, გორში ბიუჯეტის ფულით ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. კონცერტის ინიციატორი მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოა. სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი ქვათაძე On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ გადაწყვეტილება მერთან, კონსტანტინე თავზარაშვილთან შეთანხმებულია.
-
იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.3 პროცენტით გაიზარდა
საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2019 წლის იანვარ-აპრილში 3 860.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.3 პროცენტით მეტია. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემები. საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 133.4 მლნ აშშ დოლარი იყო – 17.9 პროცენტით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდზე, ხოლო იმპორტი 2 726.7 მლნ. აშშ დოლარი – 3.1 პროცენტით ნაკლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან
-
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის მიერ მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ათვისებული თანხების მოცულობა 210 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.
-
სამეწარმეო ბაზრობა რუსთაველზე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სხვა ღონისძიებებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 10:00-დან 19:00 სთ-მდე, რუსთაველის გამზირზე გაიმართება სამეწარმეო ბაზრობა. ღონისძიება, რომელშიც 100 მეწარმე მიიღებს მონაწილეობას, იქნება გამორჩეული მისი მრავალფეროვნებით. სწორედ გამორჩეული და ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეების ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრც
-
გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
გათვლილი ავტოსადგომის პროექტირება და მშენებლობა. ავტოსადგომი გათვლილი იქნება 680 მსუბუქი ავტომობილისთვის, 15 მიკროავტობუსისთვის და ხუთი ავტობუსისთვის. პროექტი ასევე ითვალისწინებს სველი წერტილებისა და კაფეტერიის, თხილამურების გაქირავებისა და შესანახი ოთახების მოწყობას. დაბა გუდაურში დაგეგმილია მრავალფუნქციური ერთდონიანი 200 მანქანაზე და ორ ავტობუსზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობა.
-
“რიჟას” ინტერესები “ჯორჯია მანგანეზში” და უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობა ჭიათურაში – ქალაქის თითოეული მოსახლე კიბოთი დაავადების რისკის ქვეშ დგას
უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობა ჭიათურაში და ზესახიფათო კარცეროგენით, მარგანეცით დატვირთული მანქანები, რომლებიც პირდაპირ ქალაქის ცენტრში დადიან-ქალაქის თითოეული მოსახლე კიბოთი დაავადების რისკის ქვეშ დგას. მადანით დატვირთული ავტომანქანების ქალაქში გადაადგილება 2014 წლამდე აკრძალული იყო, თუმცა ჭიათურის საკრებულოს გადაწყვეტილებით მადანისმომპოვებლებს გზა ყველა მიმართულებით გაეხსნათ. დაბინძურებულია მდინარე ყვირილა.