ყველა სიახლე 1 370
-
ოთარ ანგურიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი ექსპერტებსა და ეკონომისტებს გვხვდება
ეკონომიკის ექსპერტის, ოთარ ანგურიძის განცხადებით, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეკონომიკა სწორედ ისეთი ფორმატის მუშაობით იგეგმება, როგორიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან გაიმართა. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი გვხვდება ეკონომისტებს და ექსპერტებს, რადგან აქამდე ეს ხიდი ჩატეხილი იყო წლების განმავლობაში, არ იყო არანაირი კომუნიკაცია, თუ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ეკონომიკური განვითარების ერთობლივი დაგეგმარება“ - განაცხ
-
ეკონომიკის მინისტრი: ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის დარგის სპეციალისტებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს. არცერთი ფუნდამენტური მაჩვენებლის ცვლილება არ გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს გაუფასურებასთან. ეკონომიკა იზრდება.
-
Financial Times-ის მედიაგამოცემა საქართველოზე: ქვეყანა რომლის ეკონომიკაც სოლიდური ტემპით იზრდება
"ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც სოლიდური ტემპით იზრდება და მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ათეულშია", - ასე წარადგინა Financial Times-ის ჯგუფში შემავალი გამოცემა „fDi magazine“-ი საქართველოს და ფინანსთა მინისტრს. ივანე მაჭავარიანმა ვრცლად მიმოიხილა ტურიზმის სფერო და მისი დივერსიფიკაციის საჭიროებას გაუსვა ხაზი. რაც შეეხება ბიზნესის კეთების რეიტინგში დაწინაურებას, მინისტრმა საქართველოს დადებით ბიზნესგარემოზე გაამახვილა ყურადღება.
-
ლოს ანჯელესში 2050 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილები ივლის
ლოს-ანჯელესის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ახალი გეგმა, რომლის შესაბამისადაც, ქალაქის ქუჩებში 2050 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილებმა უნდა იმოძრაოს. ეს არის ლოს-ანჯელესის მერ ერიკ გარჩეტის დიდი გეგმის ნაწილი, რომლის მიზანიც, ქალაქში გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება და მისი მწვანე ენერგიაზე გადაყვანაა. ამავე გეგმის შესაბამისად, 2025 წლისთვის ქალაქში მოსიარულე ავტომობილების 25 პროცენტი ელექტრომობილი უნდა იყოს. 2035 წლისთვის ელექტრომობილების წილი 80 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს.
-
WSJ-ი ამერიკა-ჩინეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების გამწვავების ვერსიას აქვეყნებს
პეკინმა გადაწყვიტა ვაშინგტონთან სავაჭრო მოლაპარაკებებში უფრო მწვავე პოზიცია დაიკავოს, ვინაიდან ჩათვალა, რომ შტატები დათმობებზე წავიდოდა. ამის შესახებ აღნიშნულია The Wall Street Journal-ის სტატიაში. გამოცემის წყაროს ცნობით, „პეკინმა მოახდინა დონალდ ტრამპის ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადების ინტერპრეტირება, ისე თითქოს შტატები მზად იყო დათმობაზე წასულიყო“. ჩინეთის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ვაშინგტონი „წავიდოდა კომპრომისზე“.
-
კატარში სასტუმროს აუზში ცურვის გამო უკრაინის რადის სპიკერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ, სახელმწიფო ბიუჯეტის სავარაუდოდ ბოროტად გამოყენების ფაქტზე, უკრაინის რადის სპიკერის ანდრეის პარუბის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ დეპუტატი კატარში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს Intercontinental Doha-ს აუზში ცურავს. ეს მოხდა მაშინ, როდესაც პარუბი პარლამენტთაშორისი კავშირის 140-ე ასამბლეას ესწრებოდა. პარლამ
-
'2019 წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის...'
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით 2019 წლის ბიუჯეტში პედაგოგთა ანაზღაურების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა რომ ბიუჯეტის პროექტში ამ კუთხით ცვლილება შევიდეს. ამის შესახებ მან პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ისაუბრა, სადაც 2019 წლის სამი თვის შესრულების ანგარიში წარადგინა. „როდესაც იყო ნათქვამი, რომ 2022 წელს იქნება მასწავლებლის ხელფასების მატება, ასევე 2020 წელს, იქვე იყო განცხადე
-
მედიის წარმომადგენლებისთვის გურიაში პრესტური მოეწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გურიაში პრესტური გაიმართა. სხვადასხვა მედიასაშუალების 30-მდე წარმომადგენელი ოზურგეთში ქართული ჩაის პირველ ფესტივალს დაესწრო. ღონისძიებაში ქართული ჩაის ოცამდე მწარმოებელი მონაწილეობდა, როგორც გურიიდან, ასევე საქართველოს სხვა რეგიონიდან.
-
დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 10-მა დეპუტატმა დატოვა — სია
3 მაისის მონაცემებით დაგროვებითი საპენსიო სისტემა 40 წელს ზემოთ მყოფმა პარლამენტის 10-მა დეპუტატმა დატოვა. მონაცემები On.ge-ს საჯარო ინფორმაციის სახით მიაწოდეს. იმ 10 დეპუტატში, რომელიც დაგროვებით საპენსიო სქემაში აღარ მონაწილეობს. ქართული ოცნებისდეპუტატები არ არიან. 40 წლამდე პირებისთვის დაგროვებითი საპენსიო სისტემა სავალდებულოა, 40 წლამდე მყოფ პირებს კი შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში სისტემა დატოვონ.
-
ირაკლი ლექვინაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და აპარატის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას ყველაზე ხშირად წარმოქმნილ პრობლემურ საკითხებზე. „ვისაუბრეთ იმ სისტემურ სამართლებრივ საკითხებზე, რომელიც დღეს ბიზნესს აწუხებს. აქტიურად ვთანამშრომლობთ ეკონომიკურ და ბიზნესის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ვცვლით ინფორმაციას. განსაკუთრებით აქტუალურია სასამარ
-
ცქიტიშვილი: ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ივლისში დასრულდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის მერობის კანდიდატთან ერთად, ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. როგორც ცქვიტიშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა, გზის მშენებლობის სამუშაოები თითქმის დასრულების ფაზაშია და დროზე ადრე, დაახლოებით ივლისის თვეში გაიხსნება გზა.
-
რუსეთს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში აქტიური ჩართვა სურს
ანკარაში რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა სამმხრივი მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიზანი ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლის უზრუნველყოფაა. რუსეთის რკინიგზამ ხელმოწერილ მემორანდუმთან დაკავშირებით ოფიციალური პრესრელიზი გაავრცელა, რომლის სათაურია „რუსული სარკინიგზო ლიანდაგი შესაძლოა, თურქეთამდე გაგრძელდეს“.
-
ივანე მაჭავარიანი - აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა
აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა, რომელზედაც სამუშაოები წელს დაიწყება, – ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანისა და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, შიქსინ ჩენის (Shixin Chen) შეხვედრაზე აღნიშნა. უწყების ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე, მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის მხარდაჭერილი საინვესტ
-
საქართველოში სავალუტო ფონდის ახალი წარმომადგენელი სელიმ ჩაკირი იქნება
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ახალი წარმომადგენელი სელიმ ჩაკირი იქნება, რომელიც მოქმედ წარმომადგენელს, ფრანსუა პეშოს მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს შეცვლის. თურქ ეკონომისტ სელიმ ჩაკირს სავალუტო ფონდსა და საერთაშორისო ბანკებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩაკირი თურქული ბანკის, TEB (Türk Ekonomi Bankası) მთავარი ეკონომისტი იყო, მუშაობდა „ბიენპი პარიბაშიც“ (BNP Paribas).
-
ბოლო ორ კვირაში საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდა
საწვავის საცალო ქსელში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნავთობპროდუქტები ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ ლიტრზე 10-15 თეთრით გაძვირდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია საშუალოდ 13.52 დოლარით/ბარელზე ანუ 23.6%-ით და დღეისათვის შეადგენს 70.85 დოლარს/ბარელზე.
-
საქართველოს მოსახლეობა ყველაზე ღარიბია ევროპაში
2017 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 5% დღეში 1.90 დოლარზე ნაკლები თანხით ცხოვრობს – ინფორმაციას “მსოფლიო ბანკი” ავრცელებს. ამ მონაცემით საქართველოზე ცუდ მდგომარეობაში ევროპაში მხოლოდ რუმინეთია, სადაც იგივე მაჩვენებელი 5.7%-ია. აღსანიშნავია, რომ მაგალითად უკრაინაში, რომელიც ერთ მოსახლეზე მშპ-ს საშუალო მაჩვენებლით საქართველოზე ღარიბია, სიღარიბის ზემოხსენებული მაჩვენებელი მხოლოდ 0.1%-ია.
-
საქართველომ თურქეთსა და რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, საქართველომ თურქეთსა და რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო. ექსპორტი მაისიდან დაიწყო და დღეისთვის მისი დღიური მოცულობა თურქეთში 2.78 მლნ კვტ.სთ-ს , ხოლო რუსეთში 2.61 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს. ექსპორტის დაწყება საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებში გაზრდილ გამომუშავებას უკავშირდება.
-
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე – გიორგი ხანიშვილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან – გიორგი მიშელაძესთან და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახე
-
467,8 მლნ ლარი 3 თვეში - რა შემოსავალს იღებენ ბანკები ფიზიკური პირებისთვის გაცემული სესხების პროცენტებიდან
კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლებში დაახლოებით 64% ფიზიკური პირებისგან მიღებულ შემოსავალზე მოდის. ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში ბანკების საპროცენტო შემოსავალმა ჯამში 734 798 300 ლარი შეადგინა, საიდანაც 467 856 550 ლარი ფიზიკური პირებზე მოდის.
-
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 4 თვის მონაცემებით 20% გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, 4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 1,450,847 მგზავრს მოემსახურა. რაც 20% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 1,208,422 მგზავრი). აპრილში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა.
-
პროგრამა რაჭის პოპულარიზაციისა და შიდა ტურიზმის განვითარებისთვის
რაჭის პოპულარიზაციის გაზრდისა და შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს პროექტს ,,გაიცანი რაჭა უფრო კარგად. პროექტის ფარგლებში იგეგმება საინფორმაციო ვებგვერდის შექმნა, მოეწყობა მცირე ტურები, გაიმართება ღონისძიებები, განთავსდება საინტერესო ინფორმაციები, ფოტო და ვიდეო მასალა, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიცნონ რაჭული კულტურა, ტრადიციები, სტუმარ-მასპინძლობის წესები, რაჭული სამზარეულო, საოჯახო მარნები, ისტორიულ-
-
"ბანკი ქართუ"-ს ადმინისტრაციის განცხადება
გაცნობებთ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითური ინტერნეტ ტრანზაქციები (fraud transactions). მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ბანკი ქართუს ბარათებთან დაკავშირებით.
-
საქართველოს ბანკი Wings for Life World Run-ს წელსაც უერთდება
"საქართველოს ბანკის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მიზანია, მხარი დავუჭიროთ ზურგის ტვინის დაზიანებათა სამკურნალოდ თანხების მობილიზებას და საქველმოქმედო მისიის განხორციელებას, რათა შევცალოთ მსოფლიოში უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ. მჯერა, რომ ჩვენ, ყველას ერთად, შეგვიძლია შევცალოთ მსოფლიო უკეთესობისკენ. ",- განაცხადა საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების დირექტორმა, ხათუნა კაკაბაძემ.
-
ბიტკოინის ღირებულება ერთ დღეში 6%-ით გაიზარდა
დღეს ბიტკოინის ღირებულება 6%-ით გაიზარდა და კრიპტოვალუტის ფასი 6 თვიან მაქსიმუმზეა. Reuters-ის ცნობით, ბიტკოინის ფასმა $5 700 შეადგინა, რაც 2018 წლის 14 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სავალუტო ბირჟაზე ბოლოს ბიტკოინის ფასი $5 680 იყო. მიმდინარე წელს კრიპტოვალუტიდან მოგებამ 55% შეადგინა. ფასი გაიზარდა სხვა მსხვილ კრიპტოვალუტებზე - ethereum-ზე და XRP Ripple-ზე. სავალუტო ბაზრის ექსპერტები ამბობენ, რომ ამ კრიპტოვალუტებ