ყველა სიახლე 1 370
-
საფონდო ბირჟაზე პირველივე დღეს Uber-ის აქციები მოსალოდნელზე იაფად გაიყიდა
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 10 მაისს Uber-ის აქციებზე ვაჭრობა 42 დოლარიდან დაიწყო. ეს ფასი კი აქციების პირველადი განთავსების ღირებულებაზე დაბალი იყო, რადგან ბირჟაზე აქციები 45 დოლარად განთავსდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. CNBC-ის ცნობით, საფონდო ბირჟაზე პირველივე დღეს Uber-ის აქციათა ფასი 7,6%-ით დაეცა და საბოლოოდ ერთი აქცია 41,57 დოლარად ივაჭრებოდა.
-
ევროკავშირი საქართველოში ციფრული ეკონომიკის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს
ევროკავშირი საქართველოში ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, ახალ პროგრამას EU4Digital წარადგენს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, EU4Digital მიზნად ისახავს ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის სიკეთეების გავრცელებას, რაც განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ბიზნესის გაძლიერებას.
-
გერმანიის მოქალაქეები სამსახურს სხვა ქვეყნებში ეძებენ
ევროპის სტატისტიკის სააგენტოს Eurostat-ის მონაცემებით, გერმანიიდან 2018 წელს მეზობელ ქვეყნებში სამუშაოს საძებნელად 282 100 მოქალაქე გავიდა, - წერს Deutsche Welle. მთლიანად ევროკავშირში შრომითი მიგრანტების რაოდენობამ 2,15 მილიონი ადამიანი შეადგინა. შრომითი მიგრაცია მაღალია პოლონეთიდან. ამ ქვეყნიდან ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაოს რეგულარულად დააახლოებით 214 400 მოქალაქე ეძებს.
-
„ჭკვიანი“ საწარმო, რომელიც მოსახლეობას უდაბნოში პომიდვრის მოყვანაში ეხმარება
დუბაი არაბეთის გაერთიანებული საიმიროებში სურსათის სულ მცირე 80% იმპორტირებულია. ქვეყნის დედაქალაქ აბუ-დაბიში ახლადწამოწყებული ბიზნესი ამ სიტუაციის შეცვლას ემსახურება. 2016 წელს დაარსდა კომპანია „Pure Harvest Smart Farms“, რომელიც „ჭკვიან“ სათბურებს აწარმოებს. ამ სათბურებში გამოიყენება ტექნოლოგია, რომელიც მკაცრ პირობებში სოფლის მეურნეობის წარმოების საშუალებას იძლევა. ამჟამად, ამ სათბურებში ჯერ მხოლოდ პომიდვრის მოყვანა წარმოებს, - წერს CNN Business.
-
ნათია თურნავა - ეკონომიკის სამინისტრო იქნება სანიმუშო
ვხედავ ამოცანებს, რომლებიც გვაქვს მისაღწევი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მთავრობისთვის მისაღებ ტემპს არათუ არ ჩამოვრჩეთ, არამედ ჩვენი სამინისტრო იყოს სანიმუშო, იყოს დრაივერი ამ თვალსაზრისით, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა „ფორბსის კვირასთან“ ინტერვიუში. თურნავას განცხადებით, ყველა სამთავრობო გეგმას შესრულების სხვადასხვა ვადა აქვს.
-
სიცილიაში სახლები აუქციონზე იყიდება - საწყისი ფასი 1 ევროა
ბოლო ათწლეულების განმავლობაში სიცილიის ქალაქ სამბუკაში მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და მისი სრულიად დაცარიელების საფრთხე გაჩნდა. სწორედ ამიტომ, ქალაქის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მიტოვებული სახლები აუქციონზე გაეყიდათ, რომლის საწყისი ფასიც ერთი ევროა. "თუ გამოჩნდება პირი, რომელიც სახლის შეძენას გადაწყვეტს 1 ევროდ და მის გარდა უფრო მაღალ ფასს არავინ დაასახელებს, სახლი ერთი კრუასანის ფასად გაიყიდება"- აცხადებს ქალაქის მერის მოადგილე ჯუზეპე
-
საქართველოში გამოვლენილ ყალბ ბანკნოტებში ყველაზე მეტი 50 და 100-ლარიანია გამოვლენილი
საქართველოში გამოვლენილ ყალბ ბანკნოტებში პირველ ადგილზე 100-ლარიანია - საქართველოს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ყალბი ბანკნოტების მთლიან მოცულობაში 100-ლარიანების წილი 34,7%-ს შეადგენდა. მეორეზე 50-ლარიანი - 21,9%-ით, მესამეზე კი, 20-ლარიანი - 16,6%-ით. ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტებიდან და მონეტებიდან 8,2% იყო 1-ლარიანი მონეტა; 6,9% – 50-თეთრიანი (1993 წლის), 5,49% - 10-ლარიანი; 5,1% - 5-ლარიანი და 1,1% - 200-ლარიანი.
-
ტექნოპარკში პირველი საერთაშორისო აგრო კონკურსი Future Agro Challenge დაიწყო
ტექნოპარკში საქართველოში პირველი საერთაშორისო აგრო კონკურსი Future Agro Challenge დაიწყო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისის სტარტაპ ბიუროსა და ბილაინის მხარდაჭერით ხორციელდება. Future Agro Challenge უმსხვილესი გლობალური ინიციატივაა, რომელიც ეძებს ინოვატორებსა და აგროპრენერებს საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
-
თბილისში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართა
თბილისში, მთაწმინდის პარკში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომელიც წელს მეათედ აღინიშნა. ახალი ღვინის ფესტივალში სულ 250 ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფესტივალზე დასასწრებად საქართველოს მსოფლიოს 13 ქვეყნიდან ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, იმპორტიორები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები ეწვიენ. ფესტივალი საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
-
თურქეთში ავტომობილების წარმოება 14%-ით შემცირდა
თურქეთში ავტომობილების წარმოების ტემპი ეცემა, - წერს Bloomberg-ი. ქვეყნის ავტომწარმოებელთა ასოციაციის განცხადებით, 2019 წლის იანვარ-აპრილში წარმოება 14%-ით შემცირდა. კერძოდ, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზარზე 489 429 ავტომობილით ნაკლები გამოვიდა.
-
შეხვედრები გურიასა და აჭარაში
კამპანია „ძალა ევროპაშიას“ ფარგლებში ამჯერად გურიას და აჭარას ვეწვევით! "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ წარმომადგენლები კამპანიის მხარდამჭერებთან ერთად 15 მაისს გურიის ხოლო 16-17 მაისს აჭარის მოსახლეობას შეხვდებიან და ევროინტეგრაციის თემაზე დისკუსიას გამართავენ.
-
იმიტირებებული გამოძიება და იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთათვის
,,ალტერნატიულ იურისტთა ასოციაცია'' არ ჩერდება და აგრძელებს არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას სრულიად საქართველოს მაშტაბით. ამჯერად უჯვე ბათუმში! იმიტირებებული გამოძიება და იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთათვის. ეს გახლავთ 5 დღიანი პროგრამა : დატვირთული,სახალისო და ამავდროულად ემოციებით დატვირთული დღეები ბათუმში ეს შენი შანსია გახდე მომავლის ლიდერი!
-
UP-start Bootcamp
თუ ხარ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ან ნებისმიერი სხვა უმაღლესი სკოლის სტუდენტი და გაქვს შემოქმედებითი ბიზნეს იდეა!!! დარეგისტრირდი UP-Start Bootcamp და Up-Start Business Pitch Workshop-ის ღონისძიებებზე 2019 წლის 14 მაისამდე. პროექტის ორგანიზატორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, შემოქმედებითი საქართველო, Advantage Creative, Creative Solutions.
-
სტუდენტურ საპარლამენტო დებატებში „ახალგაზრდობა ევროპისთვის“ საქართველოს ცხრა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ
საქართველოს ცხრა სახელმწიფო უნივერსიტეტის 50-მა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო სტუდენტურ საპარლამენტო დებატებში - „ახალგაზრდობა ევროპისთვის“. გამარჯვებულები საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ დააჯილდოვა. დებატების მიზანი იყო ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა საკანონმდებლო პროცესებში, მათი ცნობიერების ამაღლება ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე და ასევე, ახალგაზრდებში დებატების უნარ-ჩვევების განვითარება.
-
ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე შევთანხმდით
საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე შევთანხმდით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. მისი განცხადებით, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" საქართველოში მიმდინარე პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა და მთლიანად ეყრდნობა საქართველოს მთავრობის
-
ISET გახდა Future Agro Challenge Georgia-ს პარტნიორი
ISET გახდა Future Agro Challenge Georgia-ს პარტნიორი. ეს არის უმსხვილესი გლობალური ინიციატივა, რომელიც ეძებს ახალ ინოვატორებს და აგროპრენერებს საკვების, აგროტექნელოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 12 მაისს კი, ISET-ის უფროსი მკვლევარი, რატი კოჭლამაზაშვილი ქართული სოფლის მეურნეობის გამოწვევებსა და სექტორში ინოვაციების საჭიროებაზე ისაუბრებს.
-
თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და გამოწვევები" მიმდინარეობს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და გამოწვევები" მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კონფერენციის დაწყებამდე საქართველოსა და უცხოეთში განხორციელებული საერთაშორისო კვლევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი ადგილია ვაზისა და ღვინის ისტორიაში.
-
ცვლილება, რომელიც შესაძლოა, ავტომობილის გამონაბოლქვთან დაკავშირებით ამოქმედდეს - საქართველოში ევრო 4-ზე დაბალი სტანდარტის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იგეგმება
საქართველოში ევრო 4-ზე დაბალი სტანდარტის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იგეგმება. მსგავსი საკანონმდებლო ცვლილების მომზადების მიზანშეწონილებაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. შეგახსენებთ, რომ კომიტეტმა რამდენიმე დღის წინ თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
-
მიხეილ ბატიაშვილი - გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, სკოლებში არსებული პრობლემების გადალახვაზე დავიწყოთ საუბარი
ყოველწლიურად გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, ძალიან მალე დავიწყოთ ყველა იმ პრობლემის გადალახვაზე საუბარი, რომელიც არის თითოეულ სკოლაში, თითოეულ პედაგოგთან, თითოეულ კლასში, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიშვილმა სემინარზე „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ სიტყვით გამოსვლისას განა
-
ნათია თურნავასთან შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო - იოსებ არჩვაძე
დღევანდელი შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო, განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ ეკონომიკის მინისტრთან, ნათია თურნავასთან მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკის დარგის ექსპერტების შეხვედრის შემდეგ. „დღევანდელი შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო. მოხდა ეკონომისტთა მოსაზრებათა შეჯერება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობასთან იმ პრობლემატიკასა და ძირითად მიმართულებებზე, რაზეც მუშაობს და აპირებს აქცენტის გაკეთებას აღნიშნული უწყება სამომავლოდ&ldquo
-
აშშ-ში რუსმა რეპერმა ტიმატიმ რესტორანი გახსნა, რომელშიც საკვები შავი ხელთათმანით უნდა მიირთვათ
აშშ-ში, რუსმა რეპერმა, ტიმატიმ რესტორანი გახსნა, რომელშიც საკვები შავი ხელთათმანით უნდა მიირთვათ ლოს ანჯელესში (კალიფორნია) რესტორნების ქსელის Black Star Burger პირველი ობიექტი გაიხსნა. კომპანია 3 წლის წინ დაარსდა და ერთ-ერთი ინვესტორია რუსი რეპერი ტიმატი. Black Star Burger-ის ვებგვერდის თანახმად, კომპანია სწრაფად ფართოვდება და მოსკოვსა და მის შემოგარენში უკვე 20 ობიექტი აქვს. ახლა კომპანიამ ბიზნესის განვითარება აშშ-შიც გადაწყვიტა და ლოს ანჯელესის ერთ-
-
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა
ანკარაში გამართულ შეხვედრას კითხვები და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა თბილისში. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტზე თურქეთში საქართველოს გარეშე იმსჯელეს. დამატებითი კითხვები გააჩინა იმ ფაქტმაც, რომ თურქეთის და აზერბაიჯანის გარდა შეხვედრაში რუსეთის სარკინიგზო კომპანიაც მონაწილეობდა.
-
თურნავა - შეიქმნება სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მეცნიერ-ეკონომისტსა და ექსპერტს შეუძლია, შემოგვიერთდეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, სპეციალური ელექტრონული პლატფორმა შეიქმნება, სადაც ეკონომიკის დარგის სპეციალისტებსა და ექსპერტებს საკუთარი მოსაზრებების გაზიარება-დაფიქსირება შეეძლებათ. ეს განცხადება ნათია თურნავამ მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკურ ექსპერტებთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
-
ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2019 წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება
საქართველოს ეროვნული ბანკი 2019 მაისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იანი ზრდა არის ნავარაუდევი. ანგარიშში ნათქვამია, რომ ზრდაში თითქმის თანაბარ წვლილს შეიტანს მოხმარება, ინვესტიციები და წმინდა ექსპორტი. აგრეთვე მნიშვნელოვანი იქნება ინფრასტრუქტურული ხარჯვების გააქტიურება და სავაჭრო დეფიციტის შემცირება "კონკურენტუნარიანი გაცვლითი კურსის შენარჩუნების ფონზე."