ყველა სიახლე 1 370
-
ნანა ამისულაშვილი - გადახდისუუნარობის შესახებ კანონპროექტი ბიზნესს რეაბილიტაციის შესაძლებლობას უზრდის
გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც გაკოტრების პროცედურების გამარტივებას ისახავს მიზნად, სახელმწიფოს როლის მნიშვნელოვან შემცირებას გულისხმობს, კანონპროექტში ჩადებულია სიახლე, რაც ბიზნესს რეაბილიტაციის შესაძლებლობას უზრდის, – ამის შესახებ პრაქტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე ნანა ამისულაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა. გადაცემაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გაჭიანურების პრობლ
-
შვეიცარიის პოლიცია ერთ კვირაში საქართველოში დამზადებულ უნიფორმებს ჩაიცვამს
საქართველოში შვეიცარიის პოლიციისთვის უნიფორმები შეიკერა. შეკვეთას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი, კომპანია "ელსელემა" ასრულებს, რომელიც პოლიციისთვის განკუთვნილ ჯავშანჟილეტებს და აქსესუარებს დამკვეთს ერთ კვირაში მიაწვდის. ქართული კომპანია მრავალი წელია წარმატებით ასრულებს სახელმწიფო შეკვეთებს ძალოვანი და სხვა სტრუქტურებისათვის. აწარმოებს ყველა სახის სპეციალური დანიშნულების ტანსაცმელს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროსათვის.
-
აშშ-ის მთავრობა $14,5 მილიონის ინვესტიციას დებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში
"ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში", — ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში აშშ-ის მთავრობა $14,5 მილიონის ოდენობის ინვესტიციას დებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. 5-წლიანი პროექტის პრეზენტაცია დღეს, 28 მაისს გაიმართა.
-
პირველად, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს, მსჯავრდებულების მიერ პენიტენციურ დაწესებაში მოყვანილი ყვავილების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
პირველად, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს, მსჯავრდებულების მიერ პენიტენციურ დაწესებაში მოყვანილი ყვავილების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. პროექტის „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ კოორდინირება გაუწია სწავლების პროგრამას.
-
Get Erasmus+ experience!
გიფიქრიათ ოდესმე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე? სხვადასხვა კულტურის ხალხთან შეხვედრაზე და სრულიად ახალი გამოცდილების მიღებაზე? გიფიქრიათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდაზე და საკუთარი თავის და სხვების უკეთ შეცნობაზე? გიფიქრიათ იმაზე, რომ ასეთი მოგზაურობა შეიძლება სრულიად იყოს დაფინანსებული რომელიმე ორგანიზაციის მიერ? გსმენიათ ოდესმე ''Erasmus +''-ის შესახებ?
-
ევროკავშირი ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ქალთა გაძლიერებას ახალქალაქში
„ახალქალაქში ევროკავშრის მიერ ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული სახელოვნებო კურსების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ეთნიკურ უმცირესობასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაა. ჩვენი ქართველი და სომეხი ბენეფიციარები ერთად ესწრებიან ლექციებს, ერთად სწავლობენ, ერთმანეთს გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებენ, რაც კიდევ უფრო აახლოებს მათ.“
-
პაშა ბანკი „პრო ბონო მარათონი 2019-ის“ მონაწილეა
პაშა ბანკმა „პრო ბონო მარათონი 2019-ში“ მიიღო მონაწილეობა. „პრო ბონო მარათონი 2019“ 23 მაისს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) და საქართველოს პრო ბონო ქსელის ორგანიზებით გაიმართა. მარათონის ფარგლებში, ბანკის წარმომადგენლები სოციალურ საწარმო „იალონს“ Facebook გვერდის გაუმჯობესებაში დაეხმარნენ. ამასთანავე, წინასწარ მომზადდა წლის განმავლობაში განსათავსებელი პოსტების ნაწილი და გაიწერა Facebook-ის მართვის სტრატეგია.
-
თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის ელექტროგადამცემი სისტემების ოპერატორების შეხვედრა გაიმართა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათაო ოფისში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის გადამცემი სისტემების ოპერატორების (სსე, AZERENERJI და CО ЕЭС) ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ელექტროსისტემის ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნა სამი ქვეყნის გამაერთიანებელი ელექტროენერგეტიკული რგოლის შეკვრის შესაძლებლობების შესწავლის საკითხები.
-
საქართველოში წელს 144 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზის იმპორტი იგეგმება
2019 წლის ბუნებრივი გაზის დაზუსტებული ბალანსით, საქართველოში წელს 144 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზის იმპორტი იგეგმება. ეს მთლიანი მოცულობის დაახლოებით 5.5 პროცენტია. დანარჩენი გაზი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვა. ბალანსში ცვლილება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 21 მაისს დაამტკიცა.
-
კობა გვენეტაძე - მცურავი გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიანი მერყეობა დამახასიათებელია
ლარის მერყეობას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მცურავ კურსს უკავშირებს და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მცდარი ანალიზი კეთდება. მისი განმარტებით, კურსის ცვლილება არ გამოიწვევს ინფლაციას. ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობისთვის შესაბამის ინსტრუმენტებს გამოიყენებს.
-
საქსტატი - საქართველოში მცხოვრები ოჯახები ყველაზე მეტ თანხას სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე ხარჯავენ, ყველაზე ნაკლებს კი განათლებაზე
საქართველოში შინამეორნეობების ხარჯების დიდი ნაწილი – 37,4% სურსათზე, სასმელსა და თამბაქოს ნაწარმზე მოდის, ყველაზე მცირე – 3,4% კი, განათლებაზე. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ინფორმაციით, ამავე მონაცემებში 13% მოდის საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზსა და გათბობის სხვა საშუალებებზე.
-
25-26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 მაისის 00:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
-
კვლევის თანახმად, 2014 წლის შემდეგ რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი 5%-დან 27%-მდე გაიზარდა
2014 წლის შემდეგ რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი 5%-დან 27%-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომელიც ქვეყანაში საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებულ ტენდენციებს ასახავს. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო სრულიად იმპორტირებულ საწვავზეა დამოკიდებული.
-
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ლარის რყევებს ჯანსაღი პროცესის ნაწილად მიიჩნევს
მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა განაცხადა, რომ კურსთან დაკავშირებული რყევები, რომელიც ახლა ფიქსირდება, ძირითადად არის ჯანსაღი პროცესის ნაწილი. ეს განცხადებატემბონმალარმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გააკეთა, სადაც „ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის” გახსნის ღონისძიება მიმდინარეობს.
-
26 მაისი - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმის ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე, 1-ლი კლასიკური გიმნაზიის ეზოში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი წარმოადგენს მისი გრანტიორების, კონკურსებში გამარჯვებულები გამომგონებლების მიერ შექმნილ საინტერესო ინოვაციურ მოწყობილობებს, მექანიზმებს
-
კონსულტაციის დღე მაისში
2019 წლის 30 მაისს, ხუთშაბათს, ღია საზოგადოების ფონდის ოფისში (მის: ჭოველიძის #10) ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრა გრანტის მაძიებლებთან. პროგრამების წარმომადგენლები თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ.
-
სახელმწიფო პროგრამაზე ,,აწარმოე უკეთესი მომავალისთვის“ განაცხადების მიღება დასრულდა!
სახელმწიფო პროგრამაზე ,,აწარმოე უკეთესი მომავალისთვის“ განაცხადების მიღება დასრულდა! სულ მიღებულია 400-ზე მეტი განაცხადი. ბიზნესგეგმების გადარჩევა სამთავრობო კომისიის მიერ, 23 ივნისიდან დაიწყება და გამარჯვებული ბენეფიციარები 14 ივლისს გამოვლინდებიან!
-
თბილისში დღეს ქართულ-ლიბანური ბიზნესფორუმი გაიმართა
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველო-ლიბანის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, დღეს ბიზნესფორუმი გაიმართა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 40-მდე ლიბანური კომპანია ეწვია, მათ შორის არიან ტურიზმის, უძრავი ქონების, საფინანსო სექტორის, ასევე სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლები.
-
Tesla-მ ელექტრომობილის დაბალფასიანი მოდელი გააძვირა
ჰოლანდიურმა ავტოკონცერნმა Tesla-მ ყველაზე დაბალფასიან მოდელზე ფასი ასწია, - წერს CNN-ი. კომპანიამ განაცხადა, რომ ელექტრომობილის ფასი $35 400 გახდა. მოდელზე ფასნამატი $400-ია. კომპანიამ განაცხადა, რომ ყველაზე დაბალფასიან მოდელებზე შეკვეთას 2019 წლის მარტიდან მიიღებდა.
-
ნათია თურნავა - დინამიკური ეკონომიკური ზრდის მიღწევა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია
ასტანის ეკონომიკური ფორუმის თემატიკა მნიშნელოვანია „აბრეშუმის გზის“ ცენტრალური დერეფნის ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, – აცხადებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავას თქმით, ასტანის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წამოწეული თემები გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს ასახავს.
-
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ე.წ. წითელი ბაღი გაიხსნა
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ე.წ წითელი ბაღის გახსნის საზეიმო ღონიოსძიება გაიმართა. განახლებული პარკი მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის კონცერტით გაიხსნა. კონცერტის სპეციალური სტუმარი იყო ნანი ბრეგვაძე, რომელმაც ერთი ნომერი სტეფანესთან ერთად შეასრულა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც ვითიბი ბანკს მხარდაჭერისთვს მადლობა გადაუხადა.
-
„ეარ მალტა“ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 4 ივლისიდან იწყებს
ავიაკომპანია „ეარ მალტა“ (AIR MALTA) საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 4 ივლისიდან იწყებს. რეგულარული რეისები თბილისი-მალტა-თბილისი კვირაში ერთხელ შესრულდება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, პირდაპირი რეისები მალტიდან ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
-
ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ
ჭიათურის მერიის წინ გაფიცული მაღაროელები აქციას მართავენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. როგორც პროფკავშირების წარმომადგენელი, ამირან მაჩიტაძე ამბობს, დასაქმებულები მაღაროში შექმნილ არასათანადო სოციალურ პირობებს აპროტესტებენ.
-
ბილაინის მხარდაჭერით აგროპრენერებისთვის ჰაკათონი ჩატარდა
საერთაშორისო ჯგუფის, ვიონის წევრის, ბილაინის მხარდაჭერით მაისში თბილისის სტარტაპ ბიუროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსის - Future Agro Challenge -ის ადგილობრივი კონკურსი ჩატარდა. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს აგროპრენერების და აგროინოვატორების აღმოჩენას სოფლის მეურნეობის სფეროში სიახლეების დასანერგად, კერძოდ კი საკვების, აგროტექნელოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით. საქართველოში კონკურსი 30 სხვადასხვა კატეგორიაში ჩატარდა და 48 საათიანი ჰაკათონის შედეგად 8 ფინალისტი გ