ნაპოვნია 1 029
-
იციკ მოშე: წელს, ისრაელიდან 200 ათას ტურისტამდე ჩამოვა, ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში
„წელს, ჩამოვა ალბათ 200 ათას ტურისტამდე ისრაელიდან. ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში“, - ამის შესახებ ისრაელის სახლის თავმჯდომარემ, იციკ მოშემ ღონისძიებაზე „შემოქმედებითი პროექტების ბაზრობა 2019“ განაცხადა. „ჩვენ ვმონაწილეობთ ევროსაბჭოს ამ გამოფენაში. ისრაელის სახლი წარმოადგენს თავის საქმიანობას. ვუერთდებით ეროვნულ ინტერესებს ტურიზმის სფეროში. 1 ივლისს ვიქნებით ბარსელონაში, შევხვდებით ევროსაბჭოს წარმომადგენლებს, რომლებიც ევროპაში მუშ
-
დაკრედიტების მოცულობამ 27.6 მლრდ-ს გადააჭარბა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა მაისში წინა თვესთან შედარებით 3.57%-ით (958 მლნ ლარით) გაიზარდა და 27.63 მლრდ ლარს მიაღწია. სტატისტიკურ მონაცემებს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
-
რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში
2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 959.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 466.7 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტი 3 492.8 მლნ დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა.
-
საქართველოს ბანკმა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით კონფერენცია - “ინვესტორთა დღე” გამართა
საქართველოს ბანკმა არსებული და პოტენციური ინვესტორებისთვის კონფერენცია - ‘”ინვესტორთა დღე” გამართა. ღონისძიების მიზანი იყო ინვესტორებისთვის უკეთ გაეცნო საქართველო, როგორც რეგიონში გამორჩეული საინვესტიციო ქვეყანა ეკონომიკური მიმზიდველობით, ბიზნესის კეთების ყველაზე ხელსაყრელი პირობებით, სტაბილური საბანკო სისტემით.
-
ლარმა გაუფასურების ახალი მაქსიმუმი დააფიქსირა
ლარმა გაუფასურების ახალი მაქსიმუმი დააფიქსირა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7945 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7798 ლარი იყო. დღემდე ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი 2019 წლის 28 მაისს დაფიქსირდა. კერძოდ, იმ დღეს დადგენილი კურსით ერთი დოლარი 2,7876 ლარი იყო.
-
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ კერძო სექტორთან პრობლემების აღმოსაფხვრელად
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად არსებული გამოწვევების დაძლევის სხვადასხვა საკითხები განიხილეს. “დღევანდელი შეხვედრა იყო ჩვენი ინიცირებული, რომ მოკლე ვადებში შეგვეტყო თუ რა მდგომარეობაა. დღეს მოვისმინეთ, რომ ჩვენი სექტორის საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს დიდი დანაკლისი, რომელიც ხელშესახები და შესამჩნევია.
-
„როსპოტრებნადზორმა“ ქართულ ხილსა და ბოსტნეულში დარღვევები ვერ აღმოაჩინა
„როსპოტრებნადზორმა“ ქართულ ხილსა და ბოსტნეულში სერიოზული დარღვევები ვერ აღმოაჩინა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია უწყების პრეს-მდივანზე დაყრდნობით წერს. როგორც იულია მელანომ განაცხადა, საქართველოდან რუსეთში ძალიან ცოტა რაოდენობის ხილი და ბოსტნეული შედის, თუმცა მათაც ჩვეულებისამებრ სტანდარტული წესით აკონტროლებენ. "საქართველოდან მოწოდებული მცენარეული პროდუქციის წილი მცირეა. პროდუქციაში ბოლო დროს რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა. „როსსელხოზნადზორ
-
Apple-ი სამუშაო ადგილებს ზრდის
Apple-მა სიეტლში გაფართოების შესახებ დააანონსა. ამის შესახებ Business Inessinsider-ი წერს. კომპანიის გათვლით, ეს 2,000 ადამიანს შეეხება, რომელსაც ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაასაქმებს.
-
„ევროკავშირში 67%-ით მეტი საქონელი გავიტანეთ, ვიდრე რუსეთში“
საქართველომ 2018 წელს ევროკავშირში 67%-ით (293 მლნ დოლარით) მეტი საქონლის ექსპორტი განახორციელა, ვიდრე რუსეთში. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციაშია აღნიშნული. „ევროკავშირში ექსპორტი მნიშვნელოვნად 2014 წლიდან გაიზარდა, რასაც ხელი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებამ შეუწყო. 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ქართული პროდუქცია ბულგარეთში (259 მლნ დოლარი), ესპანეთში (62 მლნ დოლარი), რუმინეთსა (58 მლნ დ
-
საჰაერო გზით შემოსული რუსი ტურისტების წვლილი ქართულ ეკონომიკაში მხოლოდ 0.5%-ია - ISET
რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის შეცერების საკითხს „აისეტიც“ ეხმაურება. ორგანიზაციაში ქართულ ეკონომიკაზე რუსი ტურისტების შემცირების ეფექტს აფასებენ და აღნიშნავენ, რომ საჰაერო გზით შემოსული რუსი ტურისტების წვლილი ქართულ ეკონომიკაში მხოლოდ 0.5%-ია. „ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ბევრი ღელავს, რომ რუსეთის მიერ დაწესებულმა აკრძალვამ საქართველოს მიმართულებით ფრენებზე შეიძლება სერიოზული დარტყმა მიაყენოს საქართველოს ტურიზმის სექტორსა და ზოგადად, ეკო
-
შალვა ალავერდაშვილი - ბაქოდან, ერევნიდან და ტრაპიზონიდან უფასო ე.წ. შატლები უნდა დავნიშნოთ, რომლითაც საქართველოში რუსი ტურისტები მარტივად შემოვლენ
ბაქოდან, ერევნიდან და ტრაპიზონიდან უფასო ე.წ. შატლების დანიშვნა, ასევე ტურისტების შემოსვლის პროცედურების გამარტივება რიგი ქვეყნებთან, – აღნიშნული საკითხები იმ 10 პ
-
ნათია თურნავა - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ტურიზმის სექტორთან აქტიური შეხვედრები გაგრძელდება, მათ შორის აჭარაში, სადაც სეზონი უკვე დაწყებულია და ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესს განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროება. „შეხვედრების ამოცანაა, უშუალოდ ტურისტული ბიზნესისგან მოვისმინო, თუ რა გამოწვევების წინაშე დადგნენ რეალურად. მაგალითად, ციფრები, რაც დღევანდელ შეხვედრაზე გააჟღერა ბიზნესმა, არის რეალური გამოწვევა, რადგან წლის ბოლომდე მოლოდინი იყო, რომ დაახლოებით მილიონი რუ
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინის ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია
ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი ზრდის პარალელურად, ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული ღვინის ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას. საქართველოს მეღვინეობის დარგის მარეგულირებელი ორგანოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა და მისი კონტროლია.
-
DCFTA საინფორმაციო ცენტრის მიღწევები
დღეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა გამართავს პრეზენტაციას - „DCFTA საინფორმაციო ცენტრი - მიღწევები ქართველი მეწარმეებისთვის სერვისების მიწოდების საქმეში“, რომლის მხარდამჭერები არიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება).
-
მესტიაში „ევროპის დღე" აღნიშნეს
მესტიის მუნიციპალიტეტმა ზემო სვანეთში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას და სახალხო ზეიმს „ევროკავშირი სვანეთში“ უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, შვედეთის სამეფოს საელჩო თბილისში, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის განვითარების სააგენტო, მესტიის მუნიციპალიტეტი, CARE ავსტრია და PMCG კვლევა.
-
Fuckup Nights Tbilisi vol. 14 | English Edition
რა არის Fuckup Nights? Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. ბიზნეს ისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ჩვენ მოვისმენთ ყველაფერს! Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღე
-
ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი Natural Wine and Food
22 ივნისს ყველაზე ნატურალურ, ყველაზე გემრიელ ფესტივალზე, გელოდებით თბილისის ყველაზე მწვანე გარემოში- ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალზე შეხვდებით: ცნობილ ქართველ მეღვინეებს, რესტორნებს, ნატურალური საკვების მწარმოებლებს და შეძლებთ მათ მიერ დაყენებული ნატურალური ღვინისა და მომზადებული კერძების დაგემოვნებას. წინა წლის მსგავსად გაგაცნობთ დამწყებ მეღვინეებს თავიანთი „პირველი მოსავლით“.
-
გარემოსდაცვითი სამართლიანობა და ქალთა უფლებები საქართველოში
21 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმროში Holiday Inn Tbilisi ქალთა ფონდი საქართველოში წარმოგიდგენთ We Research-ის კვლევას “სიტუაციური ანალიზი და რეკომენდაციები გარემოსდაცვით სამართლიანობასა და ქალთა უფლებებზე საქართველოში”. კვლევის შედეგების მიხედვით, გარემოსდაცვით და გენდერულ საკითხებს შორის სუსტი კავშირის მიუხედავად, ნელ-ნელა ხდება ამ ორი თემის ურთიერთმიმართების წინ წამოწევა.
-
USAID-ის პროგრამების - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში”.
USAID-ის პროგრამების - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივით საქართველოს პარლამენტის წევრებისგან შემდგარი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით სასწავლო ვიზიტით ამერიკაში იმყოფებოდა.
-
საგანმანათლებლო პროექტი „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“ დაიწყო
17 ივნისს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) სააგენტოსთან “აწარმოე საქართველოში” პარტნიორობით, საგანმანათლებლო პროექტი - „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი” დაიწყო. პროექტი, ბიზნესის სტიმულირებისა და განვითარების მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონში, მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტის პარტნიორები სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ (მთავარი პარტნიორი), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სა
-
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენაში 12 ქვეყანა მონაწილეობს
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. რეგიონში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის წარმოებისთვის საჭირო ყველა კომპონენტია წარმოდგენილი. ღონისძიებაში 12 ქვეყნის 160-მდე კომპანია მონაწილეობს, რომელთა შორის 110-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი როგორც დიდი კომპანია, ისე საშუალო და მცირე მარანია. საერთაშორისო გამოფენა 13-15 ივნისს, საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო-ჯორჯია“ იმართება. WinExpo Georgia-ს ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს გა
-
ცქიტიშვილი: სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ანაკლიის პორტის თემაზე აქცენტი არ ნიშნავს, რომ აქ პრობლემა უნდა ვეძებოთ
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობაში პრობლემებს ვერავინ იპოვის, რადგან ისინი უბრალოდ არ არსებობს. ამის შესახებ მინისტრმა TV პირველის ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა. „როცა აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, აქ პრობლემებს ვერავინ იპოვის, რადგან უბრალოდ არ არსებობს. ეს არის ურთიერთობა.
-
იანვარ-მაისში ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3.6%-ით შემცირდა
2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 959.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 1 466.8 მლნ აშშ დოლარი (14.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 492.3 მლნ აშშ დოლარი (3.6 პროცენტით ნაკლები) იყო.
-
Ford-ი აშშ-ს ბაზრიდან მაღალი გამავლობის 1,2 მილიონ ავტომობილს გაიწვევს
ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია და მსოფლიოს სიდიდით მეხუთე ავტომწარმოებელი Ford-ი მაღალი გამავლობის 1,2 მილიონ ავტომობილს გაიწვევს, წერს გამოცემა BBC-ი. კომპანიის ცნობით ამის მიზეზია სამუხრუჭე სისტემაში არსებული ხარვეზი, რომელიც საჭეს მწყობრიდან გამოიყვანს. Ford-ი ამ გადაწყვეტილების შედეგად $180 მილიონით იზარალებს.