ნაპოვნია 1 029
-
„ანაკლიის პორტი უნდა გახდეს კერძო საკუთრება“ - რამაზ გერლიანი
„ანაკლიის პორტი უნდა გახდეს კერძო საკუთრება, პირველ რიგში, ქვეყნის მოქალაქეებს, რეზიდენტებს, იურიდიულ პირებს უნდა მისცემოდათ უფლება ყოფილიყვნენ მეგაპროექტის მონაწილე და მესაკუთრე. თავისუფლად შეიძლებოდა ამ პროექტის ქვეშ, ათასობით საქართველოს მოქალაქეს ჩაედო ფინანსები. - განაცხადა რადიო კომერსანტზე ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტმა, რამაზ გერლიანმა.
-
„ჩვენი პროგნოზით, წელს სადაზღვევო ინდუსტრია 50 მილიონ ლარამდე მოგებაზე გავა“
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, წელს სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება გაიზრდება და 40-50 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება. ხეჩინაშვილი ამბობს, რომ იდუსტრიის ზრდა ძირითადად გასული წლის 1 მარტიდან უცხო ქვეყნის ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო დაზღვევამ განაპირობა.
-
რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში
ჩინეთი საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის მეოთხე ადგილზეა. 2019 წლის იანვარში კი საქართველოსა და ჩინეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 77 292 700 დოლარი შეადგინა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-10 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით ჩინეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს.
-
გიორგი ქობულია - NEXI-სთან შეთანხმება იაპონია-საქართველოს ურთიერთობებს გააღრმავებს და იაპონურ ბაზარზე ქართულ კომპანიებს გააქტიურებს
შეთანხმება, რომელიც იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიასთან (NEXI) გავაფორმეთ, აუცილებელია საქართველოში იაპონური ბიზნესის განვითარებისთვის. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ იაპონიასთან აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, რადგან ის კიდევ ერთ ბიძგს მოგვცემს, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს არამარტო იაპონელების შემოსვლით საქართველოში, არამედ ქართული კომპანიების გააქტიურებით იაპონურ ბაზარზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობუ
-
მამუკა ბახტაძე: ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში - მე-6, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების უახლეს რეიტინგში, საქართველო მსოფლიოში - მე-6, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა, — აღნიშნა პრემიერ— მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე, რომელსაც ტოკიო მასპინძლობს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება მთელს სამეზობლოში და მომდევნო სამი წლის განმავლობაში წლიური ზრდა არ უნდა იყოს 5 პროცენტზე ნაკლები.
-
50-ლარიანი დახმარებით 146 000 ბავშვი ისარგებლებს
სოციალურად დაუცველი ოჯახები ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა ფორმით მიიღებენ. 50 ლარიდან 30 სპეციალურ, ბავშვის კვების ბარათზე დაირიცხება, რომლის გამოყენებაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად იქნება შესაძლებელი. დარჩენილი 20 ლარი კი, ფულადი ბენეფიტის სახით დარჩება.
-
“ქართული ოცნების“ მიერ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით მომზადებული ორი კანონპროექტი, რომლიც განხილვასაც პარლამენტი გაურკვეველი მიზეზით აჭიანურებს
სათამაშო ბიზნესის პოპულარობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ინტერნეტიზაციის საყოველთაო პროგრამის განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა. ამის მიუხედავად, სახელმწიფოს არ აქვს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ოფიციალური სტატისტიკა. ამ დრომდე სახელმწიფოს არც არანაირი ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ არასრულწლოვნები (ზრდასრულ ადამიანებზე აღარაფერს ვამბობთ) ონლაინ აზარტული თამაშებისგან დაიცვას.
-
დღეს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელს საქართველოში პიტერ ვიბლერს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორობის მთავარი ასპექტები, ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, განათლების რეფორმის პროცესში USAID-ს მხარდაჭერის გაძლიერების შესაძლებლობებს.
-
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, იაპონიაში საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი იმართება. ბიზნესფორუმში 30 ქართული კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, მონაწილეობს საქართველოს საინვეტიციო პოტენციალით დაინტერესებული 150-მდე იაპონური კომპანიიის წარმომადგენელი.
-
ინტელექტუალური თამაში სტუდენტებისთვის - რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ
საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით, ატარებს „რა? სად? როდის?“ თამაშს სტუდენტებისთვის თემაზე – რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ. თამაშის მიზანია: ახალგაზრდებში საქართველოს და სხვა ქვეყნების პარლამენტების და პარლამენტარიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართულობის წახალისება საკანონმდებლო
-
სებ-მა ლიცენზია მორიგ მისო-ს გაუუქმა, მიკროსაკრედიტო ბაზარი მცირდება
დღეისთვის ქართულ ბაზარზე სულ 62 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის წარმოდგენილი, წინა წელთან შედარებით ეს რიცხვი 11-ით არის შემცირებული. ორგანიზაციების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, მცირდება მათი აქტივების მოცულობაც. 2018 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, მისო-ების ჯამური აქტივები 1,457,978,967 ლარს შეადგენს, რაც 2017 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 65,811,352 ლარით ნაკლებია.
-
დავით საგანელიძემ ფილიპინებში საქართველოს წყლის რესურსების შესახებ პრეზენტაცია გამართა
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში აზიის წყლის საბჭოს გენერალურ ასამბლეაზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, საქართველოს წყლის რესურსების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია აზიის წყლის საბჭოს წევრის სტატუსით გამართა. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, „Asia Water Council“-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის, მათ შორის, აშშ-ის, შვეიცარიის, საფრანგეთის, ჩინეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, სინგაპურის, ავსტრალიის
-
თბილისი "Turkish Airlines"-ის 70 მილიონ მგზავრზე გათვლილ საბორტე ჟურნალში
"Turkish Airlines" საბორტე ჟურნალის „Skylife“ მარტის თვის ნომერში თბილისის შესახებ 8 გვერდიანი სტატია დაიბეჭდა. თურქულ და ინგლისურ ენაზე მომზადებულ სტატიაში თბილისის ტურისტული ადგილები, ძველი ქალაქი, არქიტექტურა, კულტურა და კულინარია არის აღწერილი. თბილისის შესახებ ჟურნალის „Skylife“ სტატია საშუალებას აძლევს თურქეთის ავიახაზების 70 მილიონამდე მგზავრს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნოს.
-
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ტოკიოში იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებს შეხვდა
საქართველო-იაპონიის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატის - საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავჯდომარე იჩირო აისავას შეხვედრის მთავარი თემები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და იაპონიის გამოცდილების გაზიარებაზე.
-
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ბერლინში კონკურენციის მე-19 საერთაშორისო კონფერენციას ესწრება
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ბერლინში - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონკურენციის უწყების მიერ ორგანიზებულ კონკურენციის მე-19 საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. როგორც „კომერსანტს“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობენ: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონკურენციის ორგანოს პრეზიდენტი, ანდრეას მუნდტი; გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრი, პეტერ ალტმაიერი; ევროკომისარი კონკურენციის საკითხებში, მარგრეტ ვესტაგე
-
დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ბოლნისი“ დაემატა
საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში ღვინო „ბოლნისი“ დარეგისტრირდა. ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 19 დასახელება: ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი და ხაშმის საფერავი.
-
საქართველოსა და ტაჯიკეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის, რის საფუძველზეც გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმი საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების გაფორმებამდე, პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს არეგულირებს.
-
ხვალიდან გუდაური FIS-ის ეგიდით გამართულ სკი კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს
15, 16, 17 მარტს, გუდაურში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, ევროპის თასის ეტაპები გაიმართება სკი კროსში, რომელიც სათხილამურო ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინაა. სკი კროსი ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდოულად დაშვებას გულისხმობს. მოთხილამურეები სხვადასხვა დაბრკოლებების ტრასის დაფარვას მინიმალურ დროში შეეცდებიან. შეჯიბრში 13 ქვეყნის, მათ შორის: ამერიკის, კანადის, ავსტრიის, შვეიცარიის, გერმანიის, საფრანგეთის 62 სპორტსმენი (19 ქალი და 43 ვაჟი) მიიღებს მონაწიელობას.
-
2015-2018 წლებში მაღალხარისხიანი რძის წარმოება ორჯერ გაიზარდა
200-ზე მეტი რძის მწარმოებელი ფერმერი, გადამამუშავებელი, მანქანა-დანადგარების მომწოდებელი, დარგის ექსპერტი და მთავრობის წარმომადგენელი დღეს რძის სექტორის ყოველწლიურ კონგრესზე შეიკრიბა. კონგრესის მეხუთე შეკრება ორგანიზებული იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის EU4Business initiative მხ
-
აშშ-მ ირანს 10 მილიარდის შემოსავალი დააკარგვინა
ამერიკის მხრიდან ირანზე დაწესებული სანქციების გამო თეირანი დღე-ღამეში 1,5 მლნ ბარელის ნავთობის ექსპორტს ვეღარ ახორციელებს. ამის შესახებ ირანის საკითხებში სპეცწარმომადგენელმა ბრაიან ჰუკმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ზომების შედეგად ირანმა 10 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა.
-
საქართველომ რეკორდული რაოდენობის ვაშლის ექსპორტი განახორციელა
საქართველომ 2019 წელს, ერთ თვეში, 847 ტონა ვაშლის ექსპორტი განახორციელა. როგორც East fruit წერს, აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში რეკორდულია. შედარებისთვის, 2018 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტზე 6 ტონა ვაშლი გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანამ 140-ჯერ მეტი გადაზიდვა განახორციელა.
-
„კორეაში ღვინოზე და მის მსგავსს პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა იქნება“ - რა გავლენას მოახდენს საქართველოზე კორეასთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება
საქართველოს მთავრობა კორეასთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედებას გეგმავს. ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე ფაქტს პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ამით ქვეყანა საკმაოდ ბევრ ბენეფიტებს მიიღებს. მისი განმარტებით, ზოგადად, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები კარგია და ის, რომ ხელისუფლებას ამ მიმართულებით ორიენტირი აქვს აღებული, მხოლოდ და მხოლოდ დადებითია.
-
2019 წლის 1 მარტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღე იყო - ASB Georgia
2019 წლის 1 მარტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღე იყო. პროექტის "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვავლინეთ. საქართველოს 4 რეგიონში სხვადასხვა სოციალური მომსახურებების დანერგვისა და განვითარებისთვის 5 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფი დაფინანსდა.
-
„გაზპრომბანკი“ აზერბაიჯანულ პროექტებში მილიარდებს დააბანდებს
„გაზპრომბანკი“ მზადაა, აზერბაიჯანში რამდენიმე პროექტი ჯამში 3 მილიარდი დოლარით დააფინანსოს. ამის შესახებ, ბაქოში ბანკის აღმასრულებლის მოადგილემ, ფამილ სადიგოვმა განაცხადა. მისივე თქმით, „გაზპრომბანკი“ სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარ-ს“ საიმედო პარტნიორად მოიაზრებს და მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს.