ნაპოვნია 1 029
-
კატარში სასტუმროს აუზში ცურვის გამო უკრაინის რადის სპიკერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ, სახელმწიფო ბიუჯეტის სავარაუდოდ ბოროტად გამოყენების ფაქტზე, უკრაინის რადის სპიკერის ანდრეის პარუბის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ დეპუტატი კატარში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს Intercontinental Doha-ს აუზში ცურავს. ეს მოხდა მაშინ, როდესაც პარუბი პარლამენტთაშორისი კავშირის 140-ე ასამბლეას ესწრებოდა. პარლამ
-
'2019 წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის...'
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით 2019 წლის ბიუჯეტში პედაგოგთა ანაზღაურების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა რომ ბიუჯეტის პროექტში ამ კუთხით ცვლილება შევიდეს. ამის შესახებ მან პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ისაუბრა, სადაც 2019 წლის სამი თვის შესრულების ანგარიში წარადგინა. „როდესაც იყო ნათქვამი, რომ 2022 წელს იქნება მასწავლებლის ხელფასების მატება, ასევე 2020 წელს, იქვე იყო განცხადე
-
მედიის წარმომადგენლებისთვის გურიაში პრესტური მოეწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გურიაში პრესტური გაიმართა. სხვადასხვა მედიასაშუალების 30-მდე წარმომადგენელი ოზურგეთში ქართული ჩაის პირველ ფესტივალს დაესწრო. ღონისძიებაში ქართული ჩაის ოცამდე მწარმოებელი მონაწილეობდა, როგორც გურიიდან, ასევე საქართველოს სხვა რეგიონიდან.
-
დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 10-მა დეპუტატმა დატოვა — სია
3 მაისის მონაცემებით დაგროვებითი საპენსიო სისტემა 40 წელს ზემოთ მყოფმა პარლამენტის 10-მა დეპუტატმა დატოვა. მონაცემები On.ge-ს საჯარო ინფორმაციის სახით მიაწოდეს. იმ 10 დეპუტატში, რომელიც დაგროვებით საპენსიო სქემაში აღარ მონაწილეობს. ქართული ოცნებისდეპუტატები არ არიან. 40 წლამდე პირებისთვის დაგროვებითი საპენსიო სისტემა სავალდებულოა, 40 წლამდე მყოფ პირებს კი შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში სისტემა დატოვონ.
-
ირაკლი ლექვინაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და აპარატის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას ყველაზე ხშირად წარმოქმნილ პრობლემურ საკითხებზე. „ვისაუბრეთ იმ სისტემურ სამართლებრივ საკითხებზე, რომელიც დღეს ბიზნესს აწუხებს. აქტიურად ვთანამშრომლობთ ეკონომიკურ და ბიზნესის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ვცვლით ინფორმაციას. განსაკუთრებით აქტუალურია სასამარ
-
ცქიტიშვილი: ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ივლისში დასრულდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის მერობის კანდიდატთან ერთად, ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. როგორც ცქვიტიშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა, გზის მშენებლობის სამუშაოები თითქმის დასრულების ფაზაშია და დროზე ადრე, დაახლოებით ივლისის თვეში გაიხსნება გზა.
-
რუსეთს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში აქტიური ჩართვა სურს
ანკარაში რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა სამმხრივი მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიზანი ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლის უზრუნველყოფაა. რუსეთის რკინიგზამ ხელმოწერილ მემორანდუმთან დაკავშირებით ოფიციალური პრესრელიზი გაავრცელა, რომლის სათაურია „რუსული სარკინიგზო ლიანდაგი შესაძლოა, თურქეთამდე გაგრძელდეს“.
-
ივანე მაჭავარიანი - აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა
აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა, რომელზედაც სამუშაოები წელს დაიწყება, – ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანისა და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, შიქსინ ჩენის (Shixin Chen) შეხვედრაზე აღნიშნა. უწყების ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე, მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის მხარდაჭერილი საინვესტ
-
საქართველოში სავალუტო ფონდის ახალი წარმომადგენელი სელიმ ჩაკირი იქნება
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ახალი წარმომადგენელი სელიმ ჩაკირი იქნება, რომელიც მოქმედ წარმომადგენელს, ფრანსუა პეშოს მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს შეცვლის. თურქ ეკონომისტ სელიმ ჩაკირს სავალუტო ფონდსა და საერთაშორისო ბანკებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩაკირი თურქული ბანკის, TEB (Türk Ekonomi Bankası) მთავარი ეკონომისტი იყო, მუშაობდა „ბიენპი პარიბაშიც“ (BNP Paribas).
-
ბოლო ორ კვირაში საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდა
საწვავის საცალო ქსელში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნავთობპროდუქტები ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ ლიტრზე 10-15 თეთრით გაძვირდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია საშუალოდ 13.52 დოლარით/ბარელზე ანუ 23.6%-ით და დღეისათვის შეადგენს 70.85 დოლარს/ბარელზე.
-
საქართველოს მოსახლეობა ყველაზე ღარიბია ევროპაში
2017 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 5% დღეში 1.90 დოლარზე ნაკლები თანხით ცხოვრობს – ინფორმაციას “მსოფლიო ბანკი” ავრცელებს. ამ მონაცემით საქართველოზე ცუდ მდგომარეობაში ევროპაში მხოლოდ რუმინეთია, სადაც იგივე მაჩვენებელი 5.7%-ია. აღსანიშნავია, რომ მაგალითად უკრაინაში, რომელიც ერთ მოსახლეზე მშპ-ს საშუალო მაჩვენებლით საქართველოზე ღარიბია, სიღარიბის ზემოხსენებული მაჩვენებელი მხოლოდ 0.1%-ია.
-
საქართველომ თურქეთსა და რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, საქართველომ თურქეთსა და რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო. ექსპორტი მაისიდან დაიწყო და დღეისთვის მისი დღიური მოცულობა თურქეთში 2.78 მლნ კვტ.სთ-ს , ხოლო რუსეთში 2.61 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს. ექსპორტის დაწყება საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებში გაზრდილ გამომუშავებას უკავშირდება.
-
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე – გიორგი ხანიშვილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან – გიორგი მიშელაძესთან და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახე
-
467,8 მლნ ლარი 3 თვეში - რა შემოსავალს იღებენ ბანკები ფიზიკური პირებისთვის გაცემული სესხების პროცენტებიდან
კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლებში დაახლოებით 64% ფიზიკური პირებისგან მიღებულ შემოსავალზე მოდის. ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში ბანკების საპროცენტო შემოსავალმა ჯამში 734 798 300 ლარი შეადგინა, საიდანაც 467 856 550 ლარი ფიზიკური პირებზე მოდის.
-
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 4 თვის მონაცემებით 20% გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, 4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 1,450,847 მგზავრს მოემსახურა. რაც 20% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 1,208,422 მგზავრი). აპრილში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა.
-
პროგრამა რაჭის პოპულარიზაციისა და შიდა ტურიზმის განვითარებისთვის
რაჭის პოპულარიზაციის გაზრდისა და შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს პროექტს ,,გაიცანი რაჭა უფრო კარგად. პროექტის ფარგლებში იგეგმება საინფორმაციო ვებგვერდის შექმნა, მოეწყობა მცირე ტურები, გაიმართება ღონისძიებები, განთავსდება საინტერესო ინფორმაციები, ფოტო და ვიდეო მასალა, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიცნონ რაჭული კულტურა, ტრადიციები, სტუმარ-მასპინძლობის წესები, რაჭული სამზარეულო, საოჯახო მარნები, ისტორიულ-
-
"ბანკი ქართუ"-ს ადმინისტრაციის განცხადება
გაცნობებთ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითური ინტერნეტ ტრანზაქციები (fraud transactions). მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ბანკი ქართუს ბარათებთან დაკავშირებით.
-
საქართველოს ბანკი Wings for Life World Run-ს წელსაც უერთდება
"საქართველოს ბანკის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მიზანია, მხარი დავუჭიროთ ზურგის ტვინის დაზიანებათა სამკურნალოდ თანხების მობილიზებას და საქველმოქმედო მისიის განხორციელებას, რათა შევცალოთ მსოფლიოში უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ. მჯერა, რომ ჩვენ, ყველას ერთად, შეგვიძლია შევცალოთ მსოფლიო უკეთესობისკენ. ",- განაცხადა საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების დირექტორმა, ხათუნა კაკაბაძემ.
-
ბიტკოინის ღირებულება ერთ დღეში 6%-ით გაიზარდა
დღეს ბიტკოინის ღირებულება 6%-ით გაიზარდა და კრიპტოვალუტის ფასი 6 თვიან მაქსიმუმზეა. Reuters-ის ცნობით, ბიტკოინის ფასმა $5 700 შეადგინა, რაც 2018 წლის 14 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სავალუტო ბირჟაზე ბოლოს ბიტკოინის ფასი $5 680 იყო. მიმდინარე წელს კრიპტოვალუტიდან მოგებამ 55% შეადგინა. ფასი გაიზარდა სხვა მსხვილ კრიპტოვალუტებზე - ethereum-ზე და XRP Ripple-ზე. სავალუტო ბაზრის ექსპერტები ამბობენ, რომ ამ კრიპტოვალუტებ
-
საქართველოს ბანკმა CSR-ის ფარგლებში შექმნილი განათლების პლატფორმისთვის „CSR ჯილდო 2019“ მიიღო
„საქართველოს ბანკი“, ყოველწლიური კონკურსის, „CSR ჯილდო 2019“ გამარჯვებულია. ღონისძიება „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბისა“ და ორგანიზაცია „გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ ინიციატივით ტარდება. კონკურსის მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია და მისი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. ორგანიზატორების თქმით, მთავარი კრიტერიუმი რის მიხედვითაც „საქართველოს ბ
-
პაშა ბანკმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კრწანისის ტყე-პარკი დაასუფთავა
პაშა ბანკმა კრწანისის ტყე-პარკში (ასევე ცნობილია, როგორც ფონიჭალის ნაკრძალი) მასშტაბური გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელა. ბანკმა ამჯერად მთლიანი ნაკრძალი - 210 ჰექტარი ფართობის ტერიტორია სრულად დაასუფთავა. პაშა ბანკი ორგანიზაცია CENN-ის მიერ ინიცირებულ გარემოსდაცვით კამპანიას "გარემოს გულისთვის" 2018 წელს შეუერთდა. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, პაშა ბანკის თანამშრომლები წელიწადში ორჯერ ასუფთავებენ კრწანისის ტყე-პარკში კონკრეტულ ტერიტორიას. ამჯერად ბანკმა პარკის სრულად
-
ირანის ნავთობის მინისტრი OPEC-ის დაშლას ვარაუდობს
ირანის ნავთობის მინისტრი ამბობს, რომ OPEC-ს (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) დაშლა ემუქრება და დასძენს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა, უპასუხოდ არ დატოვებს ორგანიზაციის ზოგიერთი ქვეყნის ქმედებას, რომლებიც ბლოკში ირანის ინტერესების საზიანოდ მოქმედებენ. მინისტრი ბიჯან ნამდარ ზანგანე საუდის არაბეთს და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს გულისხმობს, რომლებიც მზად არიან, მსოფლიო ბაზარს იმ რაოდენობით ნავთობი მიაწოდონ, რაც საკმარისი იქნება ირანული ნავთობის დანაკლისის შესავსებად.
-
ჩაისა და თაფლის ფესტივალი
5 მაისს, „მთაწმინდის პარკში“, ჩაისა და თაფლის ფესტივალის ფარგლებში, ახალი რეგულაციის - „ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესი“ პრეზენტაცია გაიმართება. რეგულაციის მიზანია ქართული პროდუქციის ხარისხის გაზრდა, მის პოპულარიზაცია და დაცვა.
-
ბიზნესის გაძლიერება საქართველოს რეგიონებში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საააგენტოს მიერ გრძელდება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე მეწარმეების რეგისტრაცია ტრენინგზე: „ელექტრონული წიგნიერება“. პროექტის ფარგლებში შერჩეულ ბენეფიციარებს ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ 3 სატრენინგო მოდულს: